ბარონების ჯვაროსნული ლაშქრობა, ასევე ცნობილია, როგორც 1239 წლის ჯვაროსნული ლაშქრობა — სამხედრო კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში. მიმდინარეობდა 1239-1241 წლებში, ქრისტიანულ და მუსლიმ ქვეყნებს შორის. ტერიტორიული თვალსაზრისით, ეს იყო ყველაზე წარმატებული ჯვაროსნული ლაშქრობა პირველის შემდეგ. რომის პაპმა გრიგოლ IX-მ 1234-1241 წლებში მოუწოდა ქრისტიანებს, რათა „შეესრულებინა უდიდესი ქრისტიანული საქმე“.[1] ეს ლაშქრობა შედგებოდა ორი ცალკეული არმიისგან: ერთი კონსტანტინოპოლში, ხოლო მეორე წმინდა მიწაზე. პაპმა მოუწოდა საფრანგეთს, ინგლისსა და უნგრეთს წარმატების სხვადასხვა ხარისხით.[1] მიუხედავად იმისა, რომ ჯვაროსნებს არ მოუპოვებიათ მნიშვნელოვანი სამხედრო გამარჯვება, მათ ფრიდრიხ II-ზე (იხ. მეექვსე ჯვაროსნული ლაშქრობა) დიდი ტერიტორიები დაათმობინეს მუსლიმებს. ჯვაროსნებმა გამოიყენეს შიდა დინასტიური დაპირისპირება აიუბიდების დინასტიაში. რამდენიმე წელში ბარონებმა იერუსალიმის სამეფო 1187 წლის შემდეგ უდიდეს საზღვრებში აღადგინეს.