ბარიუმქლორიდი
ქიმიური ნივთიერება
ბარიუმქლორიდი — მარილი ქიმიური ფორმულით BaCl2. უფერო კრისტალებია, წყალში კარგად იხსნება. ჩვეულებრივ კრისტალჰიდრატის BaCl2•2HO2 სახით გვხვდება. ბარიუმქლორიდის მოლური მასაა 208.23 გ/მოლი, დნობის 962°C, ხოლო დუღილის ტემპერატურა — 1,560°C. ნივთიერების სიმკვრივე 3.856 გ/სმ³-ია.
ბარიუმქლორიდი | |
ზოგადი | |
---|---|
სისტემური სახელწოდება | ბარიუმქლორიდი |
ქიმიური ფორმულა | BaCl2 |
მოლური მასა | 208.23 გ/მოლი |
ფიზიკური თვისებები | |
სიმკვრივე | 3.856 გ/სმ³ |
თერმული თვისებები | |
დნობის ტემპერატურა | 962 °C |
დუღილის ტემპერატურა | 1,560 °C |
კლასიფიკაცია | |
CAS | 10361-37-2 |
PubChem | 25204 |
გამოყენება
რედაქტირებაიყენებენ ანალიზურ ქიმიაში სულფატიონების დასალექად, ტყავის მრეწველობაში და სოფლის მეურნეობაში მავნებლების წინააღმდეგ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 211.