ბარტოლომე მიტრე
(გადამისამართდა გვერდიდან ბართოლომე მიტრე)
ბარტოლომე მიტრე მარტინესი (Bartolomé Mitre Martinez; დ. 26 ივნისი, 1821, ბუენოს-აირესი — გ. 19 იანვარი, 1906, იქვე) — არგენტინის პოლიტიკური, სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, ისტორიკოსი, პუბლიცისტი, არგენტინაში ლიბერალურ–პოზიტივისტური მიმართულების მამამთავარი. არგენტინის პრეზიდენტი 1862–1868 წლებში. მონაწილეობდა ქვეყნის ეროვნული გაერთიანებისათვის ბრძოლაში, ხელს უწყობდა არგენტინაში დიდი ბრიტანეთის პოზიციების განმტკიცებას. 1865 წელს წამოიწყო პარაგვაის წინააღმდეგ დამპყრობლური ომი.
ბარტოლომე მიტრე | |
არგენტინის მე-6 პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
12 ოქტომბერი, 1862 – 11 ოქტომბერი, 1868 | |
წინამორბედი | ხუან ესტებან პედერნერა |
მემკვიდრე | დომინგო ფაუსტინო სარმიენტო |
დაბადებული | 26 ივნისი, 1821 ბუენოს-აირესი |
გარდაცვლილი | 19 იანვარი, 1906 ბუენოს-აირესი |
ბარტოლომე მიტრე იყო არგენტინის პირველი პრეზიდენტი, რომელიც არგენტინაში დაიბადა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაწინამორბედი: ხუან ესტებან პედერნერა |
არგენტინის პრეზიდენტი 1862 – 1868 |
შემდეგი: დომინგო ფაუსტინო სარმიენტო |