ბათლომე ხუციშვილი
(გადამისამართდა გვერდიდან ბართლომე ხუციშვილი)
ბათლომე (ბართლომე) ხუციშვილი (დ. 1860, სოფ. კახი — გ. 1923) — ქართველი ინგილო საზოგადო მოღვაწე და პედაგოგი.
დაამთავრა გორის პედაგოგიური სემინარია. გარკვეული დროის განმავლობაში რუსეთის იმპერიის სახალხო განათლების სამინისტროში მუშაობდა. 1900 წლიდან იგი სოფელ ალიბეგლოს სკოლის მასწავლებელი იყო.[1] 1917 წელს, როდესაც აზერბაიჯანის ხელისუფლებაში მუსავატელები მოვიდნენ, ბათლომე იძულებული გახდა, საინგილო დაეტოვებინა. კახეთში, სოფელ ცოდნისკარში დასახლდა და პატარა სახერხი ქარხანა და წისქვილი იყიდა, მაგრამ მან საინგილოსთან განშორება ვერ აიტანა და მალე გარდაიცვალა.
ბათლომე ხუციშვილის შვილიშვილია (დედის მხრიდან) ქართველი კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე.[2]
ლიტერატურა
რედაქტირება- ალექსანდრა ჩხენკელი, ბათლომე ხუციშვილი (1860-1923) // სახალხო განათლების ქართველი მოღვაწენი და სახალხო მასწავლებლები. 1955. კრ. 2. გვ. 199-204