ბარბარა ჯორდანი

ამერიკელი პოლიტიკოსი, იურისტი, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი, აფრო-ამერიკელი ქალთა უფლე

ბარბარა ჩარლინ ჯორდანი (ინგლ. Barbara Charline Jordanდ, დ. 21 თებერვალი, 1936 — გ.17 იანვარი, 1996) — ამერიკელი პოლიტიკოსი, იურისტი, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი, აფრო-ამერიკელი ქალთა უფლებების მოძრაობის ლიდერი, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის ტეხასის მე-18 რაიონის წევრი 19731979 წლებში.

ბარბარა ჯორდანი
ინგლ. Barbara Jordan[1]
დაბადების თარიღი 21 თებერვალი, 1936(1936-02-21)[1] [2] [3]
დაბადების ადგილი ჰიუსტონი
გარდაცვალების თარიღი 17 იანვარი, 1996(1996-01-17)[2] [3] [4] (59 წლის)
გარდაცვალების ადგილი ოსტინი
მოქალაქეობა  აშშ
 ინგლისი
განათლება Boston University School of Law, Texas Southern University და Wheatley High School
ეროვნება აფრო-ამერიკელები[5]
ჯილდოები სპინგარნის მედალი[6] , ქალების ეროვნული დიდების დარბაზი[7] , Texas Women's Hall of Fame, თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი, Elizabeth Blackwell Award[8] , Ladies' Home Journal Women of the Year[9] და Margaret Brent Award[10]

პირველი ფერადკანიანი ქალი, რომელიც აირჩიეს ტეხასის შტატის სენატში, პირველი არჩეული ფერადკანიანი სამხრეთელი ქალი წარმომადგენელთა პალატაში, დემოკრატიული კონვენციის პირველი აფრო-ამერიკელი წევრი.

დაჯილდოებულია თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით.

1975 წელს ის იყო ამერიკელ ქალთა შორის ერთ-ერთი, რომლსაც ჟურნალმა Time-ს მიანიჭა „წლის ადამიანის“ წოდება.

ჯორდანის პარტნიორი 20 წლის განმავლობაში იყო ნენსი ერლი, მათ ერთმანეთი გაიცნეს 1960-იანი წლების ბოლოს.ჯორდანის სექსუალური ორიენტაცია უცნობია, მაგრამ ზოგიერთი წყარო მას ლესბოსელად მიიჩნევს.ამ შემთხვევაში ის შეიძლება ჩაითვალოს პირველ ლესბოსელად, რომელიც აირჩიეს აშშ-ის კონგრესში.ნენსი ერლი, როგორც ექიმი, ზრუნავდა ჯორდანზე, როდესაც მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, მათ შორის ისეთი დაავადებების, როგორიცაა გაფანტული სკლეროზი და ლეიკემია.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა განაცხადა, რომ 1990-იან წლებში სურდა ჯორდანის კანდიდატურის წარდგენა აშშ-ის უზენაეს სასამართლოში, მაგრამ იმ დროისთვის მას უკვე სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

1988 წელს ჯორდანი საკუთარ აუზში ლამის დაიხრჩო, მაგრამ იგი ნენსი ერლმა გადაარჩინა.

ბარბარა ჯორდანი გარდაიცვალა 1996 წლის იანვარში, 60 წლის იუბილემდე ერთი თვით ადრე, პნევმონიის გართულებისგან.