ბარბარა ან მიკულსკი (დ. 20 ივლისი, 1936) — ამერიკელი პოლიტიკოსი და სოციალური მუშაკი, იყო ამერიკი შეერთებული შტატების სენატორი მერილენდის შტატიდან 19872017 წლებში, ასევე მსახურობდა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში 19771987 წლებში, დემოკრატიული პარტიის წევრი. მიკულსკი ყველაზე დიდ ხანს მსახურობდა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში ქალებს შორის[1][2] და ის ასევე ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში იყო სენატორი მერილენდის შტატის ისტორიაში.

ბარაბარა ან მიკულსკი
ბარაბარა ან მიკულსკი
აშშ-ის სენატორი მერილენდიდან
თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 იანვარი, 1987 – 3 იანვარი, 2017
ვიცე-პრეზიდენტი  
პრეზიდენტი  
წინამორბედიჩარლზ მათიასი
მემკვიდრეკრის ვან ჰოლენი

დაბადებული20 ივლისი, 1936 (1936-07-20) (88 წლის)
ბალტიმორი, მერილენდი, აშშ
მოქალაქეობააშშ-ის დროშა აშშ
ეროვნებაამერიკელი, პოლონელი
პოლიტიკური პარტიადემოკრატიული
განათლება
პროფესიასოციალური მუშაკი
საქმიანობა
ხელმოწერა

გაიზარდა აღმოსავლეთ ბალტიმორის სამეზობლოში, დადიოდა წმინდა აგნესის მთის კოლეჯში და მერილენდის უნივერსიტეტის სოციალურ მუშაკთა სკოლაში.[3][4] თავდაპირველად სოციალური მუშაკი, 1971 წელს აირჩიეს ბალტიმორის ქალაქის საბჭოში. 1977 წელს აირჩიეს წარმომადგენელთა პალატაში, ხოლო 1987 წელს გახდა მერილენდის ისტორიაში პირველი ქალი სენატორი.[5]

2012 წლის დეკემბრიდან, სენატორი დანიელ ინოუეს გარდაცვალებიდან 2015 წლამდე მიკულსკი იყო აშშ-ის სენატის დანახარჯების კომიტეტის თავმჯდომარე. ის იყო პირველი ქალი და პირველი მერილენდერი რომელსაც ეს პოზიცია ეკავა.[6][7] ის ასევე იყო ჯანდაცვის, განათლების, შრომის და პენსიების კომიტეტების წევრი და სენატის მიერ შერჩეული დაზვერვის კომიტეტის წევრი.

სენატში მეხუთე საარჩევნო ვადით არჩევის შემდეგ,[8] 2015 წელის 2 მარტს ბარბარა მიკულსკიმ დაანონსა რომ ის გადადგებოდა 114-ე კონგრესის დასრულებისას 2017 წელს.[9] 2017 წლის იანვარს მიკულსკი შეუერთდა ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტს როგორც პროფესორი საჯარო პოლიტიკის დარგში და როგორც მრჩეველი უნივერსიტეტის პრეზიდენტისათვის.[10]

ადრეული ცხოვრება, განათლება და კარიერა

რედაქტირება

მიკულსკი დაიბადა ბალტიმორში 1936 წლის 20 ივლისს, ვილიამ მიკულსკის და კრისტინ ელიანორის ოჯახში.[11][12] მისი ორივე მშობელი პოლონური წარმოშობის იყვნენ; მის ემიგრანტ ბებია-ბაბუას ბალტიმორში საცხობს ფლობდნენ. ნორტ დამის ინტიტუტში სწავლისას ბარბარა მისი მშობლების სუპერმარკეტში მუშაობდა და პროდუქტები ისეთი მეზობლების სახლებში მიჰქონდა რომლებიც სახლებს ვერ ტოვებდნენ.[13]

სოციოლოგიის ფაკულტეტის ბაკავრალიატით დასრულების შემდეგ წმინდა აგნესის მთის კოლეჯში 1958 წელს,[13] ბარაბრა მიკულსკიმ დაამთავრა სოციალური სამუშაოს მაგისტრტურა მერილენდის უნივერსიტეტში 1965 წელს.[14] ის მუშაობდა როგორც სოციალური მუშაკი კათოლიკური ქველმოქმედებებისთვის და ასევე მუშაობდა ბალტიმორის სოციალური მომსახურებების დეპარტამენტში, სადაც ეხმარებოდა რისკის პირას მყოფ ბავშვებს და მოხუცებს აწვდიდა ინფორმაცია და ცოდნას ჯამთელობის დაზღვევის პროგრამების შესახებ.

პოლიტიკური პოზიცია

რედაქტირება

ბარბარა იყო ერთ ერთი იმ 11 სენატორიდან რომლებმაც ხმა მისცეს 1991 და 2002 წლების რეზოლუციებს რომელებიც გულისხმობდნენ ერაყში სამხედრო ძალის გამოყენებას.[15][16]

2008 წლის 1 ოქტომბერს ბარბარამ ხმა მისცა HR1424-ს რაც გულისხმობდა ფინანსური მარკეტებისთვის 700 მილიარდი აშშ დოლარის გირაოს გამოყოფას.

ჯილდოები და ღირსებები

რედაქტირება

1979 წელს გამოსულ სუპერსისტერსის ერთ-ერთ კარტს, ბარბრას სახელი და სახე ჰგონდა გამოსახული.[17]

ნასამ სკაუთარ ყველაზე დიდი ინფორმაციის შემნახველ ბაზას სახელი ბარბარა მიკულსკის პატივსაცემად დაარქვა.[18]

2011 წელს, მიკულსკი შეიყვანეს აშშ-ის ნაციონალურ ქალთა დიდების დარბაზში.[19]

2012 წელს, ნასამ ახლად აღმოჩენის აფეთქებულ ვარსკვლავს სუპერნოვა მიკულსკი დაარქვა მის საპატივემულოდ.[20]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. O'Keefe, Ed (March 21, 2012). „Barbara Mikulski honored as longest-serving woman in Congress“. The Washington Post. ციტირების თარიღი: November 6, 2013.
  2. CNN, Dana Bash and Abigail Crutchfield. „Longest-serving female lawmaker says goodbye“. CNN.
  3. Sen. Barbara Mikulski of Md. will not seek a 6th term. ციტირების თარიღი: 2016-02-02
  4. MIKULSKI, Barbara Ann – Biographical Information. ციტირების თარიღი: 2016-02-02
  5. Barbara Mikulski, Maryland Women's Hall of Fame. ციტირების თარიღი: 2016-02-02
  6. Mikulski to Take Appropriations Post as Leahy Stays at Judiciary. Wall Street Journal. ციტირების თარიღი: 19 December 2012.
  7. Barbara Mikulski, first female chair of Senate Appropriations, returns to minority. The Washington Post (November 16, 2014). ციტირების თარიღი: November 21, 2014.
  8. Grier, Peter (March 2, 2015). „Sen. Barbara Mikulski retiring: Will Martin O'Malley run?“. The Christian Science Monitor.
  9. Gaudiano, Nicole. (March 2, 2015) Longtime Sen. Barbara Mikulski to retire. USA Today.
  10. 3, Hub staff report / Published June; 2017. (2017-05-12) Former Sen. Barbara Mikulski, now a Johns Hopkins professor, to receive two honorary degrees. ციტირების თარიღი: 2017-06-03
  11. Barbara Mikulski ancestry. rootsweb.com.
  12. „Christine Mikulski, Mother of U.S. Senator, Dies“. The Washington Post. April 1, 1996. p. B.04. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 7, 2012. ციტირების თარიღი: თებერვალი 9, 2020.
  13. 13.0 13.1 Weiss, Max. "The Baltimore Grill: Barbara Mikulski," Baltimore (magazine), August 2007.[მკვდარი ბმული]
  14. Senator Barbara Ann Mikulski (biography) – Poles in America Foundation, Inc.
  15. U.S. Senate: Roll Call Vote. senate.gov (January 27, 2015).
  16. U.S. Senate: Legislation & Records Home > Votes > Roll Call Vote. senate.gov.
  17. Wulf, Steve. (2015-03-23) Supersisters: Original Roster. Espn.go.com. ციტირების თარიღი: 2015-06-04.
  18. Hubble Archive, Supernova Named in Honor of Mikulski. SpaceNews.com.
  19. National Women's Hall of Fame, Barbara A. Mikulski
  20. HubbleSite – NewsCenter – Space Astronomy Archive and Distant Supernova Are Named in Honor Of U.S. Senator Barbara A. Mikulski (04/05/2012) – Release Images. hubblesite.org.