ბანფის ეროვნული პარკი
ბანფის ეროვნული პარკი (ინგლ. Banff National Park) — კანადის უძველესი ეროვნული პარკი, დაარსდა 1885 წელს კანადის კლდოვან მთებში. ეროვნული პარკი მდებარეობს ქალაქ კალგარის დასავლეთით 110-180 კილომეტრის დაშორებით, ალბერტის პროვინციაში, მისი ფართობი შეადგენს 6 641 კმ²-ს, მოიცავს მთიან ადგილებს, მრავალ მყინვარსა და მყინვარულ მასივებს, ასევე ალპურ მინდვრებსა და წიწვოვან ტყეს. პარკში გამავალი Icefields Parkway-ის საავტომობილო გზა გადაჭიმულია სამხრეთიდან, ლუიზის ტბიდან, ჩრდილოეთისკენ ჯასპერის ეროვნულ პარკამდე. ბანფის ეროვნულ პარკს ესაზღვრება: დასავლეთით — ტყის მასივი და იუჰოს ეროვნული პარკი, სამხრეთით — კუტენეის ეროვნული პარკი და სამხრეთ-აღმოსავლეთით — Kananaskis Country-ის ეროვნულ პარკთა ქსელი. პარკის კომერციულ ცენტრს ქალაქი ბანფი წარმოადგენს, რომელიც მდინარე ბოუს ხეობაში მდებარეობს.
ბანფის ეროვნული პარკი
Banff National Park | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
მდებარეობა | ალბერტა, კალგარი |
ქვეყანა | კანადა |
უახლოესი ქალაქი | ბანფი |
კოორდინატები | 51°10′ ჩ. გ. 115°33′ დ. გ. / 51.167° ჩ. გ. 115.550° დ. გ. |
ფართობი | 6 641 |
დაარსდა | 1885 |
სტუმრობა | 3 927 557 (2004/2005) |
მმართველი ორგანო | კანადის პარკები |
ბანფი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ხშირად მონახულებადი ეროვნული პარკია[1], მისი ეკოსისტემის მდგომარეობა საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია. გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო კანადის პარკების ორწლიანი ეკო-მონიტორინგი და შესწავლა, რის შემდეგადაც შემუშავდა სხვადასხვა სტრატეგია, რომლის მიხედვითაც პარკების ეკოსისტემის გაუმჯობესება დაიწყო.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Park Management, Annual Planning Forum 2005. Parks Canada. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-08. ციტირების თარიღი: 2006-07-12.