ბანკიმ ჩანდრა ჩოტოპადჰაიე

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბანკიმ ჩანდრა ჩატერჯი (ასევე ჩოტოპადჰაიე) (ბენგ. বঙ্কিমচন্দ্র চট্টোপাধ্যায়; 26 ან 27 ივნისი 1838[1] - 8 აპრილი 1894[2]) — ინდოელი რომანისტი, პოეტი, ესეისტი[3] და ჟურნალისტი,[4][5] ავტორი ბენგალურენოვანი რომანისა, სახელწოდებით ანანდამათი (1882), რომელიც თანამედროვე ბენგალიური და ინდური ლიტერატურის ღირსშესანიშნაობაა. მასვე ეკუთვნის ვანდე მატარამის ავტორობა - კომპოზიციის, რომელიც დაწერილია მკაცრად სანსკრიტიზირებული ბენგალური დამწერლობით. აღნიშნული მუსიკალური ნაწარმოები მალევე იქცა ამ სამხრეთაზიული რეგიონის ერთგვარ სიმბოლოდ - იგი განასახიერებდა ბენგალს, როგორც დედა ქალღმერთს, რომელიც შთააგონებდა საზოგადო მოღვაწეებს ინდოეთის დამოუკიდებლობის მოძრაობის დროს. ჩატოპადჰაიეს კალამს ეკუთვნის 14 რომანი, არაერთი სატირული თუ პუბლიცისტური წერილი, აგრეთვე რამდენიმე სამეცნიერო ტრაქტატი და კრიტიკული წერილი. საკუთარ სამშობლოში, იგი ცნობილია, როგორც Sahitya Samrat (ბენგ. সাহিত্যের সম্রাট; ითარგმნება, როგორც ლიტერატურის იმპერატორი).[6][7][8][9][10]

ბანკიმ ჩანდრა ჩატერჯი
ბენგ. বঙ্কিমচন্দ্র চট্টোপাধ্যায়
დაბადების თარიღი 26 ივნისი 1838
დაბადების ადგილი ნაიჰატი, დასავლეთ ბენგალი
გარდაცვალების თარიღი 8 აპრილი 1894
გარდაცვალების ადგილი კოლკატა
ფსევდონიმი კამალაკანტა
საქმიანობა მწერალი, პოეტი, ნოველისტი, ესეისტი, ჟურნალისტი
ენა ბენგალური ენა და ინგლისური ენა
მოქალაქეობა  ბრიტანეთის ინდოეთი
ალმა-მატერი კოლკატის უნივერსიტეტი, Presidency University, Hooghly Mohsin College, Hooghly Collegiate School და Midnapore Collegiate School
Magnum opus Anandamath, Kapalkundala, Durgeshnandini, Bishbriksha, Devi Chaudhurani, Krishnakanter Will, Mrinalini და Rajani
ხელმოწერა
საიტი bankim.eduliture.com

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჩოტოპადჰაიე ფართოდ განიხილება, როგორც ბენგალური რენესანსის, ისევე როგორც სრულიად ინდური ლიტერატურის, გამორჩეული ფიგურა. მისი არაერო რომანი, ესე თუ პუბლიცისტური წერილი მრავალჯერ ქცეულა შთაგონების წყაროდ სხვა ინდოელი ავტორებისთვის.

ის წარმოშობით ბენგალური ბრაჰმანის ოჯახიდან იყო. მამამისს მიდინიპურში კოლექციონერის მოადგილის თანამდებობა ეკავა. კოლკატას უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ თავად ავტორიც, მამის მსგავსად, სამოქალაქო სამსახურში ჩაება და გახდა კოლექციონერის მოადგილე ქალაქ ჯესორში. მას ეს თანამდებობდა 1891 წლამდე ეკავა.

ლიტერატურული კარიერა

რედაქტირება

ჩოტოპადჰაიეს პირველი ლიტერატურული ნაბიჯები 1860-იანი წლებით თარიღდება. მასზე დიდი გავლენა იქონია ბენგალელი მწერლების წინა თაობამ (მაგ. იშვარ ჩანდრა გუპტა). ამავდროულად, ბანკიმ ჩანდრა კარგად იცნობდა ბრიტანულ ლიტერატურას და ეზიარებოდა მას, რაც გასაკვირი არაა, თუკი ვიტყვით, რომ თანამედროვეები მას „ინდოელ უოლტერ სკოტს“ უწოდებდნენ. მართლაც, მწერალი ცნობილია თავისი ისტორიული რომანებით, რომელთა უდიდესი ნაწილი დამპყრობლების წინააღმდეგ ინდუსების ბრძოლაზე მოგვითხრობს. მისმა ისტორიული ჟანრის ნაწარმოებებმა დიდი წვლილი შეიტანა ინდური პატრიოტიზმის ცნების ჩამოყალიბებაში. სიმღერა "ვანდე მატარამი" გახდა სვადეშის მოძრაობის ჰიმნი 1905-1908 წლებში. მიუხედავად ამისა, თავად ავტორის პატრიოტული ხედვა, ძირითადად, ანტიმუსულმანურია. მას ასევე ეკუთვნის არაერთი სოციალურ-ყოფითი აღწერილობის მქონე რომანი. 1870-იან წლებში მწერალმა დააარსა ლიტერატურული ჟურნალი - "ბანგადარშანი" -, რომელიც, შემდეგში, 1901 წელს რაბინდრანათ თაგორმა აღადგინა. ჩოტოპადჰაიე აგრეთვე ცნობილია, როგორც რელიგიური და ფილოსოფიური ნაშრომების ავტორი, მათ შორის გამოსარჩევია კრიტიკული ნაშრომი ბჰაგავადგიტაზე.

შეხვედრა რამაკრიშნასთან

რედაქტირება

ჩოტოპადჰაიე ორიენტალური იდეების ღრმა გავლენას განიცდიდა. რამაკრიშნას, მისგან განსხვავებით, არ გააჩნდა ინგლისური განათლება, თუმცა მათ მაინც კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ერთხელ, რამაკრიშნამ, ბანკიმის სახელის ეტიმოლოგიასთან დაკავშირებით (რომელიც სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც "ოდნავ მოღუნული"), ავტორს ჰკითხა, რა იყო ის, რამაც იგი "უსწორმასწოროდ" აქცია. ბანკიმ ჩანდრამ ხუმრობით უპასუხა, რომ ეს იყო "ინგლისური ფეხსაცმლის ამორტყმა", რომელიც გამოწვეული იყო მისი კრიტიკული დამოკიდებულებით ინგლისის სამეფოს მიმართ.

შეფასება

რედაქტირება

რაბინდრანათ თაგორმა საკუთარ მემუარებში მწერლის წვლილზე ისაუბრა და აღნიშნა:

"ბანკიმ ჩანდრას ორივე ხელში თანაბარი ძალა ჰქონდა, ის საკმაოდ მარჯვე პიროვნება იყო. ერთი ხელით, ის ქმნიდა ბრწყინვალე ლიტერატურულ ნაწარმოებებს, მეორეთი კი ხელმძღვანელობდა დამწყებ და ახალბედა ავტორებს. ერთი ხელით მან აანთო ლიტერატურული განმანათლებობის შუქურა, ხოლო მეორეთი - აქრობდა უცოდინრობისა და გაუაზრებლობის კვამლსა და ფერფლს."

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. History & Heritage. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ნოემბერი 2017. ციტირების თარიღი: 27 June 2018
  2. (1995) Merriam-Webster's Encyclopedia of Literature. Merriam-Webster, გვ. 231. ISBN 978-0-87779-042-6. 
  3. Bhabatosh Chatterjee (1994). Bankimchandra Chatterjee: Essays In Perspective, Public Resource. 
  4. Staff writer. "Bankim Chandra: The First Prominent Bengali Novelist", The Daily Star, 30 June 2011
  5. Khan, Fatima. (8 April 2019) Bankim Chandra — the man who wrote Vande Mataram, capturing colonial India's imagination en-US. ციტირების თარიღი: 2021-09-01
  6. Chakraborty, Dr. Dulal (2007). History of Bengali Literature (in Bengali). Bani Bitan. 
  7. Remembering Bankim Chandra Chattopadhyay, the face of Bengal renaissance, on his birth anniversary en (27 June 2017). ციტირების თარიღი: 2021-09-01
  8. 'Harbinger of Indian renaissance': Indians remember 'Sahitya Samrat' Bankim Chandra Chatterjee on his 183rd birth anniversary en. ციტირების თარიღი: 2021-09-01
  9. Chattopadhyay, Sachis Chandra (1952). Bankim's Biography (Bengali). Calcutta, გვ. 9. 
  10. Bhattacharya, Amitrasudana (1991) Bankima-chandra-jibani (Bengali). Calcutta: Anand Publishers, გვ. 25.