ბანგკა (კუნძული)
ბანგკა (ასევე ეძახიან ბანკას) — კუნძული სუმატრის აღმოსავლეთით, ინდონეზია. მოსახლეობა (1990) 626 955 ადამიანი. ფართობი: 11 910 კმ² (4600 კვ.მი).
გეოგრაფია
რედაქტირებაბანგკა კუნძულ ბელიტუნგთან ერთად ქმნის პროვინციას. კუნძული ბანგკის სრუტის მეშვეობითაა გამოფილი სუმატრას. ამ ტერიტოიის ჩრდილოეთ ნაწილს საზღვრავს სამხრეთ ჩინეთის ზღვა, აღმოსავლეთით მდებარე ბელიტუნგის კუნძულისგან გამოყოფილია გასპარის სრუტით, ბანგკანის სამხრეთული ნაწილი გაშენებულია იავის ზღვის სანაპირო ზოლში. კუნძულის რელიეფის ძირითადი ნაწილი დაბლობებს უკავია, ქვეყნის სამხრეთულ ნაწილში მდებარეობს მცირე სიმაღლის მთები. აქ მოყავთა თეთრი პილპილი, კუნძულზე არის კალის მნიშვნელოვანი საბადოები.
აქ არსებული ქალაქებიდან, მოსახლეობით ყველაზე დიდია პანგკალ-პინანგი, ეს ქალაქი ბანგკა-ბელიტუნგის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია. კუნძულის მეორე ქალაქია სუნგანპიატი. ბანგკას ყველაზე მნიშვნელოვანი პორტია, მუნტოკი, ეს პორტი კუნძულის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს.
ისტორია
რედაქტირებაკუნძული ბანგკა, პალემბანგის სულთნის მიერ ბრიტანელებისთვის გადაცემული იქნა 1812 წელს. 1814 წელს მოხდა დიდ ბრიტანეთსა და ჰოლანდიას შორის გაცვლა, ბრიტანეთმა ჰოლანდიას ეს კუნძული დაუთმო, ხოლო ჰოლანდიამ ინდოეთში არსებული მისი ტერიტორია კოჩინი გადასცა ბრიტანეთს. 1942 წლის თებერვალში ეს ტერიტორია იაპონელების მიერ იქნა ოკუპირებული, აქ იაპონელები 1945 წლამდე დარჩნენ. ეს კუნძული, ბელიტუნგისთან ერთად შეუერთდა სამხრეთ სუმატრას პროვინციას. 2000 წელს ამ ორი კუნძულისგან შეიქმნა ახალი პროვინცია ბანგკა-ბელიტუნგი.
1930 წლისათვის ბანგკას მოსახლეობა შეადგენდა 205 363 ადამიანს.[1]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Дайвинг на острове Банка დაარქივებული 2014-04-03 საიტზე Wayback Machine.
- Виды Банки
- Еще фото დაარქივებული 2005-01-26 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Columbia-Lippincott Gazetter