კოჩი

(გადამისამართდა გვერდიდან კოჩინი)

კოჩი (მალაიალ. കൊച്ചി), წარსულში კოჩინი — მთავარი საპორტო ქალაქი ინდოეთის დასავლეთ სანაპირო ზოლზე, არაბეთის ზღვაზე. მდებარეობს კერალის შტატში.

ქალაქი
კოჩი
მალაიალ. കൊച്ചി
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
შტატი კერალა
კოორდინატები 9°58′37″ ჩ. გ. 76°16′12″ ა. გ. / 9.97694° ჩ. გ. 76.27000° ა. გ. / 9.97694; 76.27000
ფართობი 94,88 კმ²
ცენტრის სიმაღლე 0
მოსახლეობა 601 574[1] კაცი (2011)
სიმჭიდროვე 6340 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+5:30
სატელეფონო კოდი +91-(0)484-XXX XXXX
საფოსტო ინდექსი 682
საავტომობილო კოდი KL 7
ოფიციალური საიტი corporationofcochin.net
კოჩი — ინდოეთი
კოჩი

კოჩის ხშირად ერნაკულამს უწოდებენ, რაც მის დასავლეთ ნაწილს აღნიშნავს. ქალაქს მართავს სამოქალაქო მმართველობა — 1967 წელს შემქნილი კოჩინის კორპორაცია და სამართლებრივი უწყება, რომელიც მის განვითარებას კურირებს — დიდი კოჩის განვითარების სამმართველო, ასევე გოშრის კუნძულების განვითარების სამმართველო.

კოჩი კერალის შტატის მეორე უდიდესი ქალაქია და უდიდესი ურბანული აგლომერაციაა. ამავე დროს, იგი შტატში ყველაზე მჭიდროდ დასახლებულია და მიეკუთვნება დიდი კოჩინის რეგიონს.[2] ინდოეთის მთავრობის მიერ კლასიფიცირდება B-1 რანგის ქალაქად,[3] რაც შტატში უმაღლესი მაჩვენებელია. კოჩი შტატში პირველია საშნიაო და საერთაშორისო ტურისტების მიღების მხრივ.[4][5] ნილსენის კომპანიამ ჟურნალ Outlook-ში კოჩი ინდოეთის მე-6 საუკეთესო ტურისტულ დესტინაციად დაასახელა.[6]

ქალაქი მდებარეობს შტატის დედაქალაქ ტირუვანანტაპურამიდან 220 კმ-ით ჩრდილოეთით. ახ. წ. 1102 წელს, კოჩი კოჩინის სამეფოს ცენტრი გახდა, რომელიც კულაშეხარის იმპერიისგან წარმოიშვა. XIV საუკუნიდან ქალაქი არაბეთის ზღვის დედოფლად მონათლეს და იგი ამ ზღვის სანაპიროზე სანალებლებით ვაჭრობის უმნიშვნელოვანეს ცენტრს წარმოადგენდა. 1503 წელს კოჩი პორტუგალიის იმპერიამ აიღო და ის პირველი ევროპული კოლონია გახდა ინდოეთში. 1530 წალმდე, იგი პორტუგალიის ინდოეთის მთავარ ცენტრად რჩებოდა, სანამ ეს სტატუსი გოას გადაეცემოდა. ქალაქი შემდეგში ნიდერლანდელებმა და ბრიტანელებმა აიღეს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Provisional Figures, Kerala. Office of The Registrar General & Census Commissioner. ციტირების თარიღი: 2011-04-07.
  2. Kochi Region. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-23. ციტირების თარიღი: 2012-04-24.
  3. "Re-classification of cities/towns on the basis of 2001 Census – grant of House Rent Allowance(HRA) and Compensatory (City) Allowance(CCA) to Central Government employees". 2006. Ministry of Finance, Department of Expenditure. Government of India. 18 November 2004
  4. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-11. ციტირების თარიღი: 2012-04-24.
  5. Tourist statistics – 2008. Government of Kerala, Tourism Department. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-06-02. ციტირების თარიღი: 2010-10-22.
  6. [1] დაარქივებული 2012-07-09 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links Kerala best Destination
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=კოჩი&oldid=4693190“-დან