ბანბერი (ინგლ. Bunbury) — ქალაქი დასავლეთი ავსტრალიის შტატში. 2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 64 385 კაცს[1], ავსტრალიის ქალაქებს შორის მოსახლეობის მიხედვით მას 27-ე ადგილი უკავია. ფართობი — 138,7 კმ², სიმჭიდროვე — 464,20 ადამიანი/კმ²-ზე. შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ პერტიდან დაშორებულია 175 კილომეტრით, ქალაქ მონდურაჰიდან 108 კილომეტრით. ბანბერი საპორტო ქალაქია, რომელიც გაშენებულია ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე. დაარსდა 1836 წელს.

ქალაქი
ბანბერი
ინგლ. Bunbury
ქვეყანა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
შტატი დასავლეთი ავსტრალია
კოორდინატები 33°21′00″ ს. გ. 115°39′00″ ა. გ. / 33.35000° ს. გ. 115.65000° ა. გ. / -33.35000; 115.65000
დაარსდა 1836
ფართობი 138,7 კმ²
ცენტრის სიმაღლე 5
მოსახლეობა 64 385 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 464,20 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+8
საფოსტო ინდექსი 6230
ოფიციალური საიტი bunbury.wa.gov.au/index.php
ბანბერი — ავსტრალია
ბანბერი
ბანბერი — დასავლეთი ავსტრალია
ბანბერი

ქალაქის ყველაზე ცხელი თვეებია იანვარი და თებერვალი, ყველაზე ცივი ივლისი და აგვისტო. ატმოსფერული ნალექების ყოველწლიური რაოდენობა უდრის 737.9 მმ-ს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. მოსახლეობის აღწერა (2011 წელი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-24. ციტირების თარიღი: 2015-02-20.