ბამბიქულა
ბამბიქულა (ლათ. Salvia aethiopis L.) — 20-100 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე. მთელი მცენარე მოფენილია თეთრი, მატყლისებური ბეწვით, ძირიდანვე დატოტვილია. ფესვთანური ფოთლები როზეტულია, კვერცხისებური ან რომბისებურ-ელიფსური. კიდეებზე არათანაბრად ამოღრღნილი, დანაოჭებული ზეპადირით. ღეროსეული ფოთლები პატარაა, სულ ზედა ფოთლები ღერომხვევია, გულისებური ფორმის. ყვავილედი სწორად მდგომი საგველაა. გვირგვინი თეთრი ფერისაა. იზრდება სტეპებში, ველებზე, ხნულებსა და ქვიან ადგილებში.
ბამბიქულა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Salvia aethiopis (L.) | |||||||||||||||
|
გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს.
ლიტერატურა
რედაქტირება- სუხიტაშვილი კ., საქართველოს მცენარეები, თბ., 2022, გვ. 412