ბალტიის გზა
ბალტიის გზა (ესტ. Balti kett, ლატვ. Baltijas ceļš, ლიეტ. Baltijos kelias) — მშვიდობიანი აქცია სსრკ-ის ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში. გაიმართა 1989 წლის 23 აგვისტოს.
ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მოსახლეობამ შექმნა 600 კმ-ის სიგრძის ცოცხალი ჯაჭვი (მონაწილეობდა 2 მლნ.-მდე ადამიანი, რომელიც იმ პერიოდის ბალტიისპირეთის მოსახლეობის 25 % შეადგენდა), რის შედეგადაც პრაქტიკულად ერთმანეთს დაუკავშირდა რესპუბლიკების დედაქალაქები რიგა, ვილნიუსი და ტალინი. აქცია გაიმართა მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის 50-ე წლისთავზე და მისი მიზანი იყო მსოფლიო საზოგადოების ყურადღება მიეპყროთ ისტორიული მოვლენისადმი, რომელმაც შეცვალა ბალტიის ქვეყნების ბედი. პაქტის საიდუმლო მუხლების მიხედვით სსრკ-მ და გერმანიამ გაინაწილეს გავლენის სფეროები ევროპაში: ლატვია, ესტონეთი, ფინეთი, აღმოსავლეთი პოლონეთი და ბესარაბია მოექცა სსრკ-ის, ხოლო ლიეტუვა და დასავლეთი პოლონეთი — გერმანიის გავლენის სფეროში.
აქციამ კარგად წამოაჩინა დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ძალებისადმი მოსახლეობის მზარდი ნდობა. აქციის ორგანიზატორები იყვნენ: ესტონეთის სახალხო ფრონტი, ლატვის სახალხო ფრონტი და საიუდისი ლიეტუვაში. „ბალტიის გზამ“ დაანახა მსოფლიო საზოგადოებას ბალტიისპირელი ხალხის სსრკ-დან გასვლის მისწრაფება. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებას არ გადაუდგამს არანაირი რეალური ნაბიჯი რესპუბლიკებს შორის ურთიერთობის განმტკიცებისათვის. დემონსტრაციიდან 6 თვის შემდეგ ლიეტუვამ პირვლმა გამოაცხადა სსრკ-დან გასვლის შესახებ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Full-text of joint Baltic declaration to the world
- Footage of the Baltic Way დაარქივებული 2011-07-22 საიტზე Wayback Machine. with soundtrack of the trilingual Baltic independence song Baltics are Waking Up
- Footage of the Baltic Way with soundtrack of the Lithuanian independence song Pabudome ir kelkimės
- Documentary Baltijos kelias by the Lithuanian Television
- Photo album დაარქივებული 2005-11-08 საიტზე Wayback Machine. , a virtual gallery hosted by the Government of Lithuania
- Stamps of the Baltic States Mail Offices, commemorating the Baltic Way დაარქივებული 2005-08-24 საიტზე Wayback Machine.