ბალი-ბარატის ეროვნული პარკი

ბალი-ბარატი (ინდონ. Taman Nasional Bali Barat) — ეროვნული პარკი ინდონეზიაში. მდებარეობს კუნძულ ბალის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. მოიცავს დაახლოებით 190 კმ² ტერიტორიას, საიდანაც 158 კმ² ხმელეთია, დანარჩენი კი ზღვა.[2] ეს ბალის ხმელეთის დაახლოებით 5%-ია. ჩრდილოეთით მოიცავს 1000 მ სიგრძის პლაჟს, რივებსა და მომცრო კუნძულებს. პარკის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს გილიმანუკის ნავსადგაური, აღმოსავლეთით კი სოფელი გორისი. მიღწევა შესაძლებელია გილიმანუკიდან და სინგარაჯიდან მიმავალი გზებით, ასევე კუნძულ იავის ქალაქ კატეპანგიდან მიმავალი ბორნით.

ბალი-ბარატის ეროვნული პარკი

Taman Nasional Bali Barat

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა ინდონეზიის დროშა ინდონეზია, კუნძული ბალი
კოორდინატები 8°08′ ს. გ. 114°29′ ა. გ. / 8.133° ს. გ. 114.483° ა. გ. / -8.133; 114.483
ფართობი 190,02 კმ²
დაარსდა 1995
სტუმრობა 5 592[1] (2007)
მმართველი ორგანო ინდონეზიის სატყეო სამინისტრო

ეროვნულ პარკში წარმოდგენილია სავანა, მანგროს ტყეები, მთისა და შერეული მუსონური ტყეები, მარჯნის კუნძულები.[3] ცენტრში დომინირებს პლეისტოცენის ხანის ოთხი ვულკანის ნარჩენი.

პარკში გავრცელებულია ფაუნის 200 სახეობა. განვითარებულია ტურისტული სერვისი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Forestry statistics of Indonesia 2007 დაარქივებული 2013-04-05 საიტზე Wayback Machine. , retrieved 20 May 2010
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-09. ციტირების თარიღი: 2012-12-20.
  3. Ministry of Forestry: Bali Barat National Park დაარქივებული 2012-05-29 საიტზე Wayback Machine. , retrieved 13 October 2010