ბალინსასაიაოს ტყუპი ტბების ბუნების პარკი

ბალინსასაიაოს ტყუპი ტბების ბუნების პარკი ― ბუნების პარკში ფილიპინებში, აღმოსავლეთ ნეგროსის პროვინციაში. გარს ერტყმის ბალინსასაიაოს ტბასა და დანაოს ტბას. ქალაქ დუმაგეტედან 14.5 კმ-ით დასავლეთით მდებარეობს. პარკის ფართობია 8 016.05 ჰექტარი. ზღვის დონიდან 830-846 მეტრის სიმაღლეზეა გაშლილი. პარკი კუნძულ ნეგროსის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს და ვალენსიის, სიბულანისა და სან-ხოსეს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზეა გაშლილი. დაცულ ტერიტორიად 2000 წელს გამოცხადდა.[1][2]

ბალინსასაიაოს ტყუპი ტბების ბუნების პარკი
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა აღმოსავლეთი ნეგროსი
ქვეყანა ფილიპინები
უახლოესი ქალაქი დუმაგეტე
ფართობი 8 016.05 ჰექტარი
დაარსდა 21 ნოემბერი, 2000
მმართველი ორგანო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი
  1. Proclamation No. 414, s. 2000. Official Gazette of the Republic of the Philippines. ციტირების თარიღი: 28 October 2015[მკვდარი ბმული]
  2. Balinsasayao Watershed Hydrology. Silliman Journal. ციტირების თარიღი: 28 October 2015