ბალზამის ხე
ბალზამის ხე — ბალზამის შემცვლელი მრავალი ტროპიკული და სუბტროპიკული ხის, იშვიათად ბუჩქის კრებითი სახელწოდება. ბალზამის ხეს უფრო ხშირად უწოდებენ პარკოსანთა ოჯახის Myroxylon-ის გვარის სამხრეთ-ამერიკის სახეობებს (Myroxylon balsamum, Myroxylon pereira), რომლებიც შეიცავენ ტოლუს და პერუს ბალზამს. კოპაის ბალზამს იღებენ ცეზალპინიისებრთა ქვეოჯახის Copaifera-ს გვარის ზოგიერთი სამხრეთ-ამერიკის სახეობისაგან. მრავალი ბალზამის ხე ცნობილია ბურსერასებრთა ოჯახიდან. მაგ., არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთში და სომალიში ველურად იზრდება Commiphora opobalsamum, რომელიც გამოჰყოფს ძვირფას მექის ბალზამს
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 171.