ბალბასი
ბალბასი, უხეშმატყლიანი, ცხიმკუდიანი, სახორცე-სამატყლე-სარძეო მიმართულების ცხვრის ჯიში. გამოყვანილია მრავალსაუკუნოვანი ხალხური სელექციით. ბალბასისათვის დამახასიათებელია სახტომ სახსარზე დაბლა დაშვებული ორბალიშიანი ცხიმკუდი, თეთრი ფერის კიდურებზე, თავსა და ყურების წვერზე - მუქი ლაქები. ერკემლის ცოცხალი მასაა 85-90 კგ (უდიდესისა 110); ნერბისა 55-60 კგ (უდიდესისა 75); ნაკლავის გამოსავალი 45-50%; კუდზე ცხიმოვანი დანაგროვი ერკემლისა 12 კგ-მდე, ნერბისა - 5-6 კგ. მატყლი არაერთგვაროვანია, სიგრძით 11-17 სმ. ნაპარსი ერკემლისა 2,8-3,2 კგ, ნერბისა 2,0-2,1 სუფთა მატყლის გამოსავალი 50-65%, იყენებენ ნოხის, ნაბდისა და კამვოლური ნართის დასამზადებლად. მერძეულობა 124-130 კგ. ნაყოფიერება 112-120 ბატკანი 100 ნერბიდან. ბალბასი კარგად ეგუება მაღალმთიან საძოვრებს. აშენებენ სომხეთში, აზერბაიჯანში, ჩრდილოეთ ირანსა და თურქეთში.
გავრცელება | სომხეთი, აზერბაიჯანი, ირანი, თურქეთი. | ||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
გამოყენება | სახორცე-სამატყლე-სარძეო | ||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||
ცხვარი (Ovis aries) |
ლიტერატურა
რედაქტირებაქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 168.