სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბაკი (მრავალმნიშვნელოვანი).

მაჰმუდ აბდულბაკი ბაკი (დ. 1526, სტამბოლი7 აპრილი, 1600, იქვე) — თურქი პოეტი.

ბაკი
დაბადების თარიღი 1526[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] ან 1526[9]
დაბადების ადგილი კონსტანტინოპოლი
გარდაცვალების თარიღი 7 აპრილი, 1600(1600-04-07)[2] [4] [7] ან 1600[9]
გარდაცვალების ადგილი კონსტანტინოპოლი
დასაფლავებულია Edirnekapı Martyr's Cemetery
საქმიანობა პოეტი და მწერალი[10]
ენა ოსმალური ენა
მოქალაქეობა  ოსმალეთის იმპერია

ბიოგრაფია

რედაქტირება

მიიღო იურიდიული განათლება, იყო მექის, შემდეგ სტამბოლის ყადი, მიაღწია ანატოლიისა და რუმელიის ყადიასკერობას — უმაღლეს სასულიერო თანამდებობას. საკარო პოეზიის წარმომადგენელია. კასიდებსა და ღაზალებში, რომლებიც თავმოყრილია დივანში, აღწერდა მისი თანამედროვე სტამბოლის მაღალი წრეების ცხოვრებას, ბუნების სურათებს. ცნობილია მისი მერსიე (ელეგია) სულთან სულეიმან I-ის (1520-1566) სიკვდილის გამო, „გაზაფხულის კასიდა“ და სხვა. მან ტექნიკურად დახვეწა თურქული ლექსი და მეტრიკა, ხოლო მუსიკალური ჟღერადობით სპარსელ კლასიკოსებსაც გაუტოლდა. დიდი გავლენა მოახდინა თურქულ ლიტერატურაზე. პოეტები ბაძავდნენ ბაკის ლექსის ფორმას, იმეორებდნენ პოეტურ სახეებს. ბაკის მიმდევართა სკოლაც კი შეიქმნა „ბაკის სკოლის“ სახელწოდებით.

ლიტერატურა

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ბაკი&oldid=4676998“-დან