ზღვისპირა ქედი
(გადამისამართდა გვერდიდან ბაიკალისპირეთის ქედი)
ზღვისპირა ქედი (რუს. Приморский хребет) — ქედი ბაიკალისპირეთში, რუსეთის ირკუტსკის ოლქში. იწყება მდინარე ანგარის შესართავთან და ვრცელდება ბაიკალის დასავლეთ სანაპიროს გასწვრივ. სიგრძე 350 კმ. უმაღლესი წერტილის სიმაღლე ზღვის დონიდან 1728 მ აღწევს (მთა სამთავა გოლეცი). ღრმად არის დანაწევრებული მდინარეთა ხეობებით. აგებულია ძირითადად პროტეროზოური ქვიშაქვებით, კირქვებით, გნაისებით, გრანიტებით. კლდოვანი ფერდობებით ციცაბოდ ეშვება ბაიკალის სანაპიროსკენ, დასავლეთი კალთები დამრეცია. განვითარებულია კარსტი. კალთები დაფარულია ფიჭვისა და ფოთლოვანი ტყით. აღმოსავლეთი კალთის ჩრდილოეთ ნახევარში არის სტეპები.
ზღვისპირა ქედი | |
---|---|
ლისტვიანკა, რომლის სიახლოვეს იწყება ზღვისპირა ქედი | |
კოორდინატები: 52°50′ ჩ. გ. 106°10′ ა. გ. / 52.833° ჩ. გ. 106.167° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
უმაღლესი წერტილი | სამთავა გოლეცი |
სიმაღლე | 1728 მ |
სიგრძე | 350 კმ |