ბაიან-ხარა-ულა[1] (მონღ. Баянхар уул, ჩინ. გამარტ. 巴颜喀拉山脉, ფინინი: Bāyánkālā Shānmài) — ქედი ჩინეთში, კუნლუნის აღმოსავლეთ ნაწილში. სიგრძე დაახლოებით 750 კმ. გადაჭიმულია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებით. წარმოადგენს მდინერეების ხუანხესა (ჩრდილოეთით) და იანძის (სამხრეთით) ზემო წელების წყალგამყოფს. სიმაღლე 5442 მეტრამდეა. ჩრდილოეთი კალთები დამრეცია, სამხრეთი მკვეთრადაა მოწყვეტილი იანძისაკენ და ჩაჭრილია მრავალი მდინარით. მწვერვალები უპირატესად ბრტყელი გუმბათისებრია. ჭარბობს ცივი მაღალმთიანი უდაბნოების ლანდშაფტები, თხემის ზონაში მარადიული თოვლია.[2][3]

ბაიან-ხარა-ულა
კოორდინატები: 34°42′ ჩ. გ. 98°13′ ა. გ. / 34.700° ჩ. გ. 98.217° ა. გ. / 34.700; 98.217
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
სიმაღლე 5442 
სიგრძე 750 კმ
ლანდშაფტი მაღალმთიანი უდაბნო, მარადიული თოვლი
ბაიან-ხარა-ულა — ჩინეთი
ბაიან-ხარა-ულა
  1. ელერდაშვილი ა., ბაიან-ხარა-ულა // უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად], 1-ლი გამოც., თბ.: ფანტაზია, 2006.
  2. Баян-Хара-Ула // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 3 — М., 1970.
  3. БАЯН-ХАРА-УЛА // Большая российская энциклопедия. т. 3. — М., 2005. — стр. 151.