ბაიაზიდ ანსარი (ზედმეტი სახელი: ფირ როშანი — როშანთა უხუცესი; ქალაქ ჯალანდარში) (დ. 1525 — გ. 1585) — ავღანელი პოეტი. მუსლიმური რელიგიური სექტის - როშანის დამაარსებელი. ხელმძღვანელობდა ანტიფეოდალურ მოძრაობასა და დიდი მონღოლების წინააღმდეგ ავღანეთში ტომების განმათავისუფლებელ ბრძოლას. ბაიაზიდ ანსარის და მისი მიმდევრების დამსახურებაა ავღანეთის ლიტერატურაში დემოკრატიული ტენდენციების განვითარება. მისი წიგნი „ბედნიერების მაცნე“ დაწერილია რელიგიური ქადაგებების სახით — გარითმული პროზით პუშტუ ენაზე. ბაიაზიდ ანსარის ძირითადი, ისლამის დოგმების საწინააღმდეგო დებულებაა: ღმერთი ყველგან სუფევს; ღვთის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორია და მათ ბედნიერების მოსაპოვებლად ამ ქვეყნადვე უნდა იბრძოლონ.

ბაიაზიდ ანსარი
პუშტუ بايزيد پير روښان
დაბადების თარიღი 1515 ან 1525
დაბადების ადგილი ჯალანდჰარი
გარდაცვალების თარიღი 1585
გარდაცვალების ადგილი ტარბელა
საქმიანობა პოეტი, Sufi და ვაჭრები
მოქალაქეობა დიდ მოგოლთა იმპერია
Magnum opus Khayr al-Bayān

ლიტერატურა რედაქტირება