ბაიავანი
ბაიავანი (ოფიციალურად ქალაქი ბაიავანი; სებ: Dakbayan sa Bayawan) — მეორე კლასის შემადგენელი ქალაქი აღმოსავლეთ ნეგროსის პროვინციაში, ფილიპინებში. 2015 წლის აღწერით ქალაქის მოსახლეობა 117 900 ადამიანს შეადგენს.
ბაიავანი | |
ქვეყანა | ფილიპინები |
---|---|
კოორდინატები | 9°22′00″ ჩ. გ. 122°48′00″ ა. გ. / 9.36667° ჩ. გ. 122.80000° ა. გ. |
დაარსდა | 1872 |
ფართობი | 699.08 კვადრატული კილომეტრი |
ცენტრის სიმაღლე | 225 მეტრი |
მოსახლეობა | 122 747 (1 მაისი, 2020)[1] |
სატელეფონო კოდი | 35 |
საფოსტო ინდექსი | 6221 |
ოფიციალური საიტი | http://www.bayawancity.gov.ph/ |
ბაიავანი პროვინციული დედაქალქიდან, დამაგეტედან 100 კმ-ის დაშორებით და დასავლეთ ნეგროსის საზღართან ახლოს მდებარეობს. სანაპირო ქალაქის ფართობი 69 908 ჰექტარია. ფართობის მიხედვით იგი პროვინციისა და მთლიანად ნეგროსის კუნძულის უდიდესი ქალაქია. ბაიავანის ჩრდილოეთით მაბინაი მდებარეობს, აღმოსავლეთით — ქალაქები: ტანჯაი და ბაისი, სამხრეთ-აღმოსავლეთით — სანტა-კატალინა, დასავლეთით — ბასაი, ხოლო ჩრდილო-დასავლეთით საზღვარს კაბანკალანთან იყოფს.
დიდი ხნის მანძილზე ქალაქს ახალი ტოლონგი ეწოდებოდა და ბაიავანი მხოლოდ 1953 წელს ეწოდა.[2]
ქალაქში ორი კლიმატური სეზონი გამოიყოიფა: მშრალი სეზონი, რომელიც იანვრიდან მაისამდე გრძელდება და წვიმების სეზონი, რომელიც ივნისიდან დეკემბრამდეა.
ბაიავანი ჩარტერული ქალაქი 2000 წლის დეკემბერში გახდა. 2007 წელს ქალაქების კონკურენტუნარიანობის შესახებ ჩატარებული გამოკვლევის შემდეგ აზიის მენეჯმენტის ინსტიტუტმა ბაიავანი „ფილიპინებში საცხოვრებლად საუკეთესო 10 ქალაქს შორის (პატარა ქალაქების კატეგორიაში)“ დაასახელა.[3]
ბაიავანი მინაგაჰატის ენის მშობლიური ქალაქია, რომელიც სამხრეთ ნეგროსის ადგილობრივი ენაა. მინაგაჰატის ენა სამხრეთ ნეგროსის მკვიდრთა კულტურისა და ხელოვნების სასიცოცხლო ენაა.
ისტორია
რედაქტირებადღევანდელი ბაიავანის ადგილას პირველი დასახლებები ესპანელმა მისიონერებმა 1751 წელს შექმნეს. ბაიავანს ადრე ახალი ტოლონგ-ნუევა ერქვა და ტოლონგ-ვიეხოს (ამჟამინდელი სანტა-კატალინის მუნიციპალიტეტი) შემადგენლობაში შედიოდა. 1872 წელს ტოლონგ-ნუევას პუებლოს სტატუსი მიენიჭა.
1953 წელს, 694-ე რესპუბლიკური აქტის მიღების შემდეგ, რომელიც ფილიპინების მესამე კონგრესმა დაამტკიცა, ქალაქს ბაიავანი ეწოდა და ცალკე მუნიციპალიტეტად ჩამოყალიბდა. მას შემდეგ რაც ბაიავანმა ქალაქისთვის საჭირო ყველა მოთხოვნილება დააკმაყოფილა, 2003 წლის 23 დეკემბერს ქალაქად გამოცხადდა.
გეოგრაფია
რედაქტირებაბაიავანის ფართობი 699.08 კმ²-ია, რაც პროვინციის მთლიანი ფართობის 13%-ს შეადგენს. ქალაქის ჩრდილოეთით მაბინაი მდებარეობს, აღმოსავლეთით — სანტა-კატალინა, სამხრეთ-აღმოსავლეთით ტანჯაი, დასავლეთით — ბასაი. ჩრდილო-დასავლეთით დასავლეთ ნეგროსის ქალაქი კაბანკალანი მდებარეობს. ბაიავანის სანაპირო ხაზის სიგრძე 15 კმ-ია. სანაპიროზე 7 ბარანგაი მდებარეობს.
ბაიავანი სამ ზონად იყოფა: ურბანული სივრცე ქალაქის ფართობის 2.3%-ს მოიცავს და მთავარ ინსტიტუციურ, კომერციულ და ცენტრალურ ბიზნეს რაიონს მოიცავს. ურბანული სივრცე ქალაქის მთავარი ეკონომიკური კერაა, თუმცა ეკონომიკური ზრდის კვანძები ჰინტერლანდებში სტრატეგიული მდებარეობს მქონე ბარანგაებშია მოთავსებული. სუბურბანული სივრცე ქალაქის 14.7%-ს ფარავს. იგი აგრო-ინდუსტრიული ზონის, ინდუსტრიული ზონისა და საცხოვრებელი ტერიტორიებისგან შედგება. ქალაქის ეს ნაწილი ინდუსტრიული საქმიანობის კერაა. სუბურბანულ სივრცეში მდებარე დასახლებები კომერციულ ცენტრებსა და ინდუსტრიულ ზონებში მომუშავე ადამიანების საცხოვრებლებს წარმოადგენს. სასოფლო სივრცე ქალაქის 83.1%-ს ფარავს და ძირითადად სოფლის-მეურნეობისთვის გამოიყენება. ბარანგაების ნაწილისთვის სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება უმთავრესია, თუმცა ზოგიერთი ბარანგაი კომერციული და სავაჭრო ურთიერთობების მაღალი დონით გამოირჩევა და სტრატეგიული მდებარეობის გამო ქალაქის ეკონომიკური განვითარების კვანძებს მიეკუთვნება.
ბარანგაები
რედაქტირებაბაიავანი პოლიტიკურად 28 ბარანგაიდ იყოფა. წარსულში კალუმბოიანს ნანგკის სიტიო ერქვა, ხოლო ბალაბანგი მანიჰიჰონის სიტიო იყო. ისინი ბარანგაებად 1955 წელს ჩამოყალიბდა.[4]
დემოგრაფია
რედაქტირება2000 წლის აღწერით ქალაქის მოსახლეობა 101 391 ადამიანს შეადგენდა, რომელთაგანაც 21 814 ადამიანი ურბანულ ნაწილში იყო დასახლებული. მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი ერთ კვადრატულ კილომეტრზე 146 ადამიანი იყო. 2010 წლისთვის მოსახლეობამ 114 074 ადამიანი შეადგინა. 2010-2015 წლებში მოსახლეობის საშუალო წლიური ზრდის მაჩვენებელი 0.63% იყო. 2015 წლის მონაცემებით ბაიავანში 117 900 ადამიანი ცხოვრობს.[5][6][7]
განათლება
რედაქტირებაბაიავანში სამი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მდებარეობს: აღმოსავლეთ ნეგროსის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბაიავანის კოლეჯი და სამხრეთის ტექნიკური კოლეჯი. უმაღლეს სკოლებს შორის აღსანიშნავია წმინდ ავგუსტინეს აკადემია (კერძო) და ბაიავანის ეროვნული უმაღლესი სკოლა (საჯარო). ქალაქში მდებარეობს ბაიავანის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საგანმანათლებლო ცენტრი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the President — Philippine Statistics Authority, 2021.
- ↑ An Act to Change the Name of the Municipality of New Tolong, Province of Oriental Negros, to Bayawan. LawPH.com. ციტირების თარიღი: 2011-04-09.
- ↑ NSCB - 2001 Factsheet - 12 New Cities Created დაარქივებული April 23, 2006, საიტზე Wayback Machine. , July–December 2000.
- ↑ An Act Creating the Barrios of Kalumboyan and Villareal in the Municipality of Bayawan, Province of Oriental Negros. LawPH.com. ციტირების თარიღი: 2011-04-11.
- ↑ Census of Population and Housing (2010). "Region VII (Central Visayas)". Total Population by Province, City, Municipality and Barangay. NSO. Retrieved 29 June 2016.
- ↑ Censuses of Population (1903–2007). "Region VII (Central Visayas)". Table 1. Population Enumerated in Various Censuses by Province/Highly Urbanized City: 1903 to 2007. NSO.
- ↑ "Province of". Municipality Population Data. Local Water Utilities Administration Research Division. Retrieved 17 December 2016.