ბათუმის საზავო კონფერენცია
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ბათუმის საზავო კონფერენცია}} |
ბათუმის საზავო კონფერენცია (28 აპრილი (11 მაისი) — 13 (26) მაისი, 1918) — საზავო კოფერენცია, რომელიც გაიმართა ბათუმში ოსმალეთის იმპერიასა და ამიერკავკასიის რესპუბლიკებს შორის.
ისტორია
რედაქტირებაამიერკავკასიაში გავლენის სფეროების გადანაწილების შესახებ გერმანია-ოსმალეთს შორის სტამბოლში დადებულმა საიდუმლო ხელშეკრულებამ (1918 წლის 27 აპრილი) ოსმალეთს აქტიური მოქმედების და ახალი პრეტენზიების წამოყენების შესაძლებლობა მისცა. ამიერკავკასიის რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით, ბათუმის კონფერენციაზე გასაგზავნად 45 კაცისგან შემდგარი ჯგუფი დაამტკიცეს. 1918 წლის 6 მაისს ამიერკავკასიის დელეგაცია ბათუმში ჩავიდა ოსმალეთის სტუმრის სტატუსით.
22 აპრილს (5 მაისს) ღამის ორის ნახევარზე თბილისიდან დაიძრა მატარებელი ამიერკავკასიის დელეგაციით, რომელშიც შედიოდა 6 წევრი, თითო ეროვნება ორ-ორი წარმომადგენლის სახით. ქართველებიდან ა. ჩხენკელი (დელეგაციის თავმჯდომარე) და ნ. ნიკოლაძე; მაჰმადიანებიდან — მ. გადჟინსკი და მ. რასულ ზადე; სომხებიდან — ა. ხატისოვი და რ. კაჩაზნუნი.
დელეგაციის სამხედრო მისიას შეადგენდნენ: გენერალ-ლეიტენანტი ოდიშელიძე (მისიის თავმჯდომარე), გენერალ-მაიორი ყორღანოვი და პოლკოვნიკი გაიდავაში. მისიის მრჩევლად იყო პოლკოვნიკი ს. ესაძე, მისიის თავმჯდომარის ადიუტანტად — პოლკოვნიკი ამიახვარი და ორდინარეცად — ნ. აფხაზი.
23 აპრილს (6 მაისს) ოსმალეთის დელეგაციას ჩამოყვნენ: ჯემალბეი, საზღვაო მინისტრი და მინისტრთა კაბინეთის თავმჯდომარე ფილიპ-რიფქი.
24 აპრილს (7 მაისს) 12 საათზე ამიერკავკასიის დელეგაციას სადარბაზოდ ეწვია ოსმალეთის დელეგაცია.
25 აპრილს (8 მაისს) დილის 10 საათის ნახევარზე ოსმალეთის დელეგაციის თავმჯდომარე ხალილბეიმ ინახულა ამიერკავკასიის დელეგაციის თავმჯდომარე და ერთად შეიმუშავეს კონფერენციის მუშაობის განრიგი.
26 აპრილს (9 მაისს) დაგეგმილი იყო პირველი სხდომა, რომელიც არ შედგა.[1]
ოსმალეთის ინიციატივით, ბათუმის კინფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ჩრდილოეთ კავკასიის დელეგაცია ჩავიდა ბამატის მეთაურობით. ბათუმის საზავო კონფერენციამ მუშაობა 11 მაისს დაიწყო. ოსმალო დელეგატების წინასწარი შეთანხმებით, ოსმალეთის მფარველობის ქვეშ უნდა მომხდარიყო კავკასიის მუსლიმანური სახელმწიფოს აღდგენა. ჰალილ-ბეი ბრესტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით აღარ კმაყოფილდებოდა. იგი, ყარსის, არტაანის, ართვინისა და ბათუმის ოკრუგებთან ერთად, დამატებით ახალქალაქის, ალექსანდროპოლის, ეჩმიაძინისა და სირმალინის მაზრებსაც მოითხოვდა და, ფაქტობრივად, რუსეთ-ოსმალეთის 1829 წლამდე არსებული საზღვრების აღდგენას ცდილობდა. ოსმალეთის დელეგაციის მეთაურმა ჰალილ-ბეიმ 15 მაისს ქართულ მხარეს ულტიმატუმი წაუყენა - ბათუმის კონფერენციისთვის ბრესტ-ლიტოვსკის საზავო პირობები სახელმწიფოთა საზღვრების დასადგენად აღარ უნდა განხოლულიყო. იმავდროულად, ოსმალეთის მხარემ საომარი მოქმედებები განაახლა. 18 მაისს ჰალილ-ბეიმ ამიერკავკასიის დელეგაციას მემორანდუმო გადასცა, რომელიც ოსმალეთის დამატებითი ტერიტორიული მოთხოვნების შესახებ ამიერკავკასიის დელეგაციას შენიშვნების გამოთქმის უფლებას ართმევდა. აკაკი ჩხენკელის მცდელობა, ოსმალეთის მხარე ბრესტის საზავო პირობებით დაკმაყოფილებულიყო, უშედეგო აღმოჩნდა. მან დახმარებისთვის გერმანიის დელეგაციის მეთაურს, გენერალ ფონ-ლოსოვს მიმართა, რაზედაც ოფიციალური თანხმობა 19 მაისს მიიღო. ბათუმის კონფერენციაზე აკ. ჩხენკელის მიერ დიდი დიპლომატიური უნარის გამოჩენის მიუხედავად, საკითხს სამხედრო სიძლიერე წყვეტდა. მდგომარეობა განსაკუთრებით მას შემდეგ გართულდა, როცა ფონ-ლოსოვმა ოსმალეთის შუამდგომლობაზე უარი განაცხადა. ეს ფაქტი ოსმალეთს მეტი პრეტენზიების წამოყენებისა და თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობას აძლევდა. ამიერკავკასიის სეიმის დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ბათუმის კონფერენციამ 1918 წლის 31 მაისს მუშაობა განაახლა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ვადაჭკორია შ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 57-58.
- მ. სვანიძე, ბათუმის კონფერენცია და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსება, ქართული დიპლომატია, წელიწდეული 6, თბ., 1999