ბათუმის რესპუბლიკა
ბათუმის რესპუბლი იყო ბრიტანეთის მარიონეტული სახელმწიფო, რომელიც ოდესღაც არსებობდა ბათუმში, დღევანდელ დასავლეთ საქართველოში .
ბათუმის რესპუბლიკა | |||||||
| |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||
დედაქალაქი | ბათუმი | ||||||
ფართობი | 50 | ||||||
მოსახლეობა | 20,000 | ||||||
გუბერნატორი | |||||||
- 1919 | ჯეიმზ ნორმან კუკ-კოლისი | ||||||
ისტორია
რედაქტირება1918 წლის 3 მარტს რუსეთმა ცენტრალურ ძალებთან დადო ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულება და გამოვიდა ომიდან შიდა არეულობის გამო. ხელშეკრულება ითვალისწინებდა ბათუმის მიმდებარე ტერიტორიის მიტოვებას. ამგვარად ოსმალებმა მოახერხეს ბათუმის ანექსია 1918 წლის 14 აპრილს. [1] საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა რუსეთისგან რევოლუციის არეულობის დროს, უარი თქვა ზავის მიღებაზე და განაგრძო ბრძოლა ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ, რომელიც დასრულდა 4 ივნისს. 25 დეკემბერს ბათუმი აიღეს დიდი ბრიტანეთის მოკავშირეებმა [2] .
ბრიტანელებმა დანიშნეს გენერალ გუბერნატორად ჯეიმზე ნორმან კუკ-კოლისი [3] და დააწესეს სამხედრო მთავრობა. ასევე შეიქმნა ბათუმის პარლამენტი. 12 იანვარს ბათუმის რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა თუმცა, 14 აპრილს ბათუმის პარლამენტი დაიშალა და ბათუმის რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა დაკარგა. ამის მიზეზი იყო ნავთობი. ბრიტანეთი ცდილობდა დაეკავებინა და გაეკონტროლებინა მილსადენის ტერიტორია, რომელიც აკავშირებდა ბაქოს ნავთობის საბადოს (აზერბაიჯანი), რომელიც იმ დროისთვის მსოფლიოში უდიდესი ნავთობის საბადო იყო, ბათუმის სატრანსპორტო პორტთან. 1920 წლის 8 აპრილს ბრიტანეთმა ბათუმი თავისუფალ პორტად გამოაცხადა და ერთა ლიგის კონტროლის ქვეშ მოაქცია, ბრიტანეთი, საფრანგეთი და იტალია ცდილობდნენ მის გაკონტროლებას[4][5].
ადგილობრივ მოსახლეობას არ მოსწონდა ბრიტანული ოკუპაცია, რის გამოც საქართველომ მოითხოვა ბათუმის დაბრუნება.1920 წლის აპრილში ბოლშევიკებმა მოახდინეს ბაქოს ოკუპაცია, რის გამოც ნავთობის გადაზიდვა შეუძლებელი გახდა. ამ ყველაფერმა გამოიწვია დიდი ბრიტანეთის ინტერესების შემცირება ბათუმის მიმართ. 1920 წლის ივნისში ბრიტანეთმა ბათუმიდან გასვლა გადაწყვიტა. 7 ივლისს საქართველომ ბათუმი დაიბრუნა.როდესაც 1921 წლის 15 თებერვალს ბოლშევიკები თავს დაესხნენ საქართველოს, თურქეთმა დაიკავა ბათუმი მუსლიმების დაცვის საბაბით და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა, რომელმაც დაკარგა დედაქალაქი თბილისი 25 თებერვალს, გადავიდა ბათუმში. თუმცა, 18 მარტს თურქებსა და ბოლშევიკებს შორის მოსკოვის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, თურქეთმა დატოვა ბათუმი. მას შემდეგ საქართველო გახდა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა და 16 ივლისს დაარსდა აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, დედაქალაქით ბათუმი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Marshall, Alex.
- ↑ Georgia. worldstatemen.org. ციტირების თარიღი: 2021-07-15.
- ↑ Liddell Hart Centre for Military Archives. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-23. ციტირების თარიღი: 2021-07-15.
- ↑ Adjaria. worldstatemen.rog. ციტირების თარიღი: 2021-07-15.
- ↑ Batumi: Travails of the City. civil.ge. ციტირების თარიღი: 2021-07-15.