ბაგრატ VII (ქართლის მეფე)
(გადამისამართდა გვერდიდან ბაგრატ-ხანი)
ბაგრატ VII, ბაგრატ-ხანი (გ. 1619) — ქართლის ხანი 1616-1619 (ქართული წყაროებით მეფე), დავით XI-ის (დაუთ-ხანის) ძე, მაჰმადიანი, აღიზარდა ირანში. 1616 წელს ირანის შაჰმა აბას I-მა უბოძა ხანის ტიტული და ქართლის მმართველად დანიშნა. სუსტი სახელმწიფო მოღვაწე იყო, ფაქტობრივად მხოლოდ ქვემო ქართლი ემორჩილებოდა. ძირითადად ცხოვრობდა ბოლნისში და იქვე გარდაიცვალა. მის შემდეგ ქართლის მმართველად დაინიშნა მისი ვაჟი, სიმონ II, რომელმაც მამის მსგავსად ვერ შეძლო ქართლზე კონტროლის დამყარება.
ბაგრატ VII | |
---|---|
ქართლის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1616 |
მმართ. დასასრული: | 1619 |
წინამორბედი: | ლუარსაბ II |
მემკვიდრე: | სიმონ II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1569 |
გარდ. თარიღი: | 1619 |
გარდ. ადგილი: | ბოლნისი |
მეუღლე: | ანა ბაგრატიონი, ალექსანდრე II-ის ას. |
შვილები: | 1.სიმონ II |
დინასტია: | ბაგრატიონები |
მამა: | დავით XI |
დედა: | ელენე |
ხელმოწერა: | |
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯამბურია გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 130.
წინამორბედი: ლუარსაბ II |
ქართლის მეფეები 1616 – 1619 |
შემდეგი: სიმონ II |