ახუპაჭი
მთა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში
ახუპაჭი — მთა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონზე, მდინარეების კელასურისა და ამტყელის წყალგამყოფზე, მდინარე მაჭარის სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 1381 მ. აგებულია ნეოგენური ქვიშაქვებით, თიხებითა და კონგლომერატებით. აქვს მობტყელებული წვერო, დასავლეთი კალთა ციცაბოა, დანარჩენი — დამრეცი. შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით.[2]
ახუპაჭი | |
---|---|
კოორდინატები: 43°04′45″ ჩ. გ. 41°12′38″ ა. გ. / 43.0794389° ჩ. გ. 41.2108306° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | გულრიფშის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 1381 მ |
ქედი | აფხაზეთის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | ქვიშაქვა, თიხა და კონგლომერატი |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 28.
- ↑ ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 307.