ახტალის თორმეტი მოციქულის ეკლესია

ახტალის თორმეტი მოციქულის ეკლესია, ახტალის თორმეტი მოციქულის ეკვდერი, ახტალის წმინდა გიორგის ეკლესია — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სოფელ ახტალაში, სომხეთის რესპუბლიკა. აშენებულია ავაგ მხარგრძელის ათაბაგობის პერიოდში ანუ 1242-1250 წლებში.

ახტალის თორმეტი მოციქულის ეკლესია
ახტალის თორმეტი მოციქულის ეკლესია — სომხეთი
ახტალის თორმეტი მოციქულის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°09′01″ ჩ. გ. 44°46′06″ ა. გ. / 41.15028° ჩ. გ. 44.76833° ა. გ. / 41.15028; 44.76833
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: სომხეთი სომხეთი
სასულიერო სტატუსი უმოქმედო
ხუროთმოძღვრების აღწერა
დეტალები

ეკლესია დარბაზული ტიპისაა, ერთნავიანი. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს, შესასვლეში კარების თავზე შემორჩენილია ქართული ასომთავრული წარწერა.

ახტალის თორმეტი მოციქულის ეკლესიის წარწერა

რედაქტირება
 
ქართული წარწერები 2015 წელი

აღნიშნული წარწერა პირველად წაიკითხა და გამოაქვეყნა ექვთიმე თაყაიშვილმა 1901 წელს[1], თუმცა გაშიფრვისას იხელმძღვანელა პერგამენტის ქაღალდზე გადატანილი წარწერით, რომელიც მანამდე ა. დ. ერიცოვმა შექმნა. თავის დღიურში ექვთიმეს აღნიშნული ძეგლი აღწერილი აქვს შემდეგი სიტყვებით:

 
„ჩვეულებრივი ტიპის მცირე ეკლესია, მოპირკეთებული თლილი ქვით. კარგადაა შემონახული. სიგრძეში 11 არშინი და 4 ვერშკი, ხოლო სიგანეში 7 არშინი და 11 ვერშკია. მდებარეობს მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით ამაღლებულ ადგილას. წარწერა მდებარეობს დასავლეთ კარის თავზე. ადგილობრივებისთვის ის ცნობილია წმინდა გიორგის სახელით.“

ქვაზე წერია შემდეგი ტექსტი:

1. ჻ქ჻ მე, ოჳღირსი჻ და სლითა჻ სწ~ყლბელი჻ ~წ჻ პ~ე჻ ღირს ვიქმ~ნ აღშენებ~დ჻ ეგჳტ~რისა

2. ამის჻ ს~ხლსა ზ~ა წ~ა მციქ~ლთსა სადიდი~ბლდ მ~თდა და პ~ლ პ~ტრნთა და გმზრდ~ლთა

3. ღ~თია ჩ~თა჻ ს~მლცვლ~დ჻ და ს~ლისა ჩ~ისა სლ~ცვლსახსნბლ~დ და გ~ნვ~ჩინე ათ~რმტთა მ~ცქლთა დღს~სწლი(ს)

4. მეორე დღე: ვინაცა ჩ~ისა გოჳრ~სა კ~ცი იყ~ს჻ მისისა ძ~ლისაებრ ძმ~თა გმს~ნბდეს჻ და წესითა჻ მიწრვ~ბდს და მე თ~ქნთა

5. ლ~ცვთა შ~ა მმიჴ~სნბდეთ჻ და ოჳკ~თოჳ ჩ~თა: ც~დვთა მს~გლი მმ~გს ღ~ნ჻ და ჩ~ისა გ~რისა კ~ცი აღ~რა ვინ: იყოს თ~ქნ ქ~ს: მყ~რნო

6. და მზგვსნო჻ ~მ: ~წ და ყ~ნოვე ძმ~ნო: ვინცა პ~ტრნისა ავგ ათბგისა სამწირვ~ლსა ჩ~მგნით აღშ~ნბლსა ზ~ა ღირს ყ~ს აღირ

7. სოთ: პ~ლ პტ~რნთა და თ~ქნ: ჩ~იცა ს~ლი: მ~ნვე იოჳრვოს დაოჳკლ~ბლდ ჩ~თა ჴ~ლითა და ძმისწ~ლისა ჩ~ისა ილ~რინისითა აგჳშ~ნბია. და არა

8. ვინ გოჳჱმართლ~ბის: ოჳჴსნ~ბლბსა჻ ესე ჩ~მგნით გ~ჩნლი ანოჳ ჩ~მისა გოჳარისა კ~ცმნ ანოჳ ვინ სხ~ჲ შ~მვიდეს და დააკ

9. ლოს და შცვ~ლს შ~მცა იცვლბის შჯ~ლისგ~ნ ქ~ნთჲსა: და ც~დვთა ჩ~მთა პ~სხი მ~ნ

10. აგოს წ~ე ღ~ა.

ქარაგმების გახსნით ტექსტი შემდეგნაირად იკითხება:

 
„ქ. მე, უღირსი და სულითა საწყალობელი წინამძღვარი პეტრე, ღირს ვიქმენ აღშენებად ეგვტერისა ამის, სახელსა ზედა წმიდათა მოციქულთასა, სადიდებელად მათდა და პირველ პატრონთა და გამზრდელთა, ღმრთისა ჩუენთა სამლოცველოდ და სულისა ჩემისა სალოცველ სახსენებელად და განვიჩინე ათორმეტთა მოციქულთა დღესასწაულის მეორე დღე. ვინაცა ჩემისა გუარისა კაცი იყოს, მისისა ძალისაებრ ძმათა გამიხსენებდეს და წესითა მიწირვებდეს, და მე თქუენთა ლოცვათა შინა მომიჴსენებდეთ, და უკეთუ ჩემთა ცოდვათა მისაგებელი მომაგოს ღმერთმან და ჩემისა გუარისა კაცი აღარავინ იყოს, თქუენ ქრისტეს მოყუარენო და მზგვსნო მამანო წმიდანო და ყოველნოვე ძმანო, ვინცა პატრონისა ავაგ ათაბაგისა სამწირველოსა, ჩემგნით აღშენებულსა, ზედა ღირსიყოს აღირსოთ პირველ პატრონთა და თქვენ, ჩემიცა სული მანვე იურვოს დაუკლებელად. ჩემითა ჴელითა და ძმის-წულისა ჩემისა ილარიონისითა აგჳშენებია. და არვინ გუჱმართლების უჴსენებლობასა. ესე ჩემგნით გაჩენილი ანუ ჩემისა გუარისა კაცმან, ანუ ვინ სხვაჲ შემოვიდეს და დააკლოს და შეცვალოს, შემცაიცვლების შჯულისაგან ქრისტეანეთაჲსა და ცოდვთა ჩემთა პასუხი მან აგოს წინაშე ღვთისა.“
 
აღნიშნული წარწერა გადაღებული 1900-იან წლებში

ლუვრის ქართული წარწერა

რედაქტირება
 
ლუვრში დაცული ქართული ასომთავრული წარწერიანი ქვა

ლუვრში დაცული ქართული წარწერა დიდი ხნის მანძილზე გაუშიფრავი იყო. მისი გაშიფრვა მოხდა ზაზა ალექსიძის ძალისხმევით. მისი ვარაუდით აღნიშნული წარწერა შესაძლოა ამავე ტაძრიდან მომდინარეობდეს. ქვაზე წერია შემდეგი ტექსტი:

1. ჻ქ჻ მეცა უღირს[ი] და ფ~დ ც~დვ[ი]ლი: ბიძჲსა და ღ~სისა ჩ~ისა

2. პ~ე: ~წ გაზრდილმ~ნ არათუ მ~ქმდობისა რ~ჲსმე შემ~ლე ა~დ

3. მცირეთა ოფლთა და მეცა ღირს მყავთ ლ~ცვთა თქ~ნთა, ქ~ს მ~რ

4. ს~ხნო, რ~ნიცა დღ~სსწლბდეთ დღ~სსწლსა ამ~ს.>

ქარაგმების გახსნით ტექსტი შემდეგნაირად იკითხება:

 
„ქ. მეცა უღირსი და ფრიად ცოდვილი, ბიძჲსა და ღირსისა ჩუენისა პეტრე წინამძღვრის გაზრდილმან, არათუ მოქმედობისა რაჲსამე შემძლე, არამედ მცირეთა ოფლთა და მეცა ღირს მყავთ ლოცვათა თქუენთა, ქრისტეს მიერ სახიერნო, რომელნიცა დღესასწაულობდეთ დღესასწაულსა ამას.“
 
ახტალის რუკა 1886 წელი, ეკლესია აღნიშნულია წარწერით — ფრანგ. Chapelle St. Georges

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Е. Такаишвили, «Грузинския надписы Ахталы», Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа, вып 29, 1901 г. ст. 138-145