არტემ ახნაზაროვი

ქართველი მწერალი, ჟურნალისტი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე
(გადამისამართდა გვერდიდან ახნაზაროვი, არტემ)

არტემ მიხეილის ძე ახნაზაროვი (დ. 13 ოქტომბერი [ ძვ. სტ. 1 ოქტომბერი], 1866, თბილისი — გ. 28 მარტი, 1942, იქვე), ქართველი მწერალი, ჟურნალისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.

არტემ ახნაზაროვი
დაბადების თარიღი 1 (13) ოქტომბერი, 1866
დაბადების ადგილი თბილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 28 მარტი, 1942(1942-03-28) (75 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა მწერალი, ჟურნალისტი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ

ბიოგრაფია

რედაქტირება

პირველი მოთხრობა „კაკაბაძე“ გამოაქვეყნა 1885 ჟურნალ „ნობათში“. ამ დროიდან მოყოლებული ქართულ ჟურნალ-გაზეთებში სისტემატურად იბეჭდებოდა მისი მოთხრობები, ლექსები, სცენები, ფელეტონები „ორანის“, „ჩიორას“, „მანოელიძის“, „ალფას“, „დუშიკოს“ და სხვა ფსევდონიმებით. 1896—1902 წლებში თანამშრომლობდა ილია ჭავჭავაძის „ივერიაში“. თარგმნა ალექსანდრე პუშკინის , მიხეილ ლერმონტოვის, ლევ ტოლსტოის, მაქსიმ გორკის, ჯერომ კლაპკა ჯერომის, ემილ ზოლას, გი დე მოპასანისა]] და სხვათა ნაწარმოებები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გაგოშიძე შ., არტემ ახნაზაროვი, თბ., 1971;
  • იმედაშვილი გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 304, 1997