ახალციხის განძიარქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალციხის სამხრეთ-დასავლეთით, 0,5 კილომეტრზე. თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოს ადრინდელი ხანით, ძვ. წ. XlV-ძვ.წ. Xlll საუკუნეებით. არქეოლოგიური განძი აღმოჩნდა სამაროვანზე. განძს შეადგენს ბრინჯაოს ნივთები: სხვადასხვა ზომის 4 ფოთლისებური სატევარი, მასრაგახსნილი ხელშუბისპირი, წვერისკენ სიმეტრიულად შევიწროებული ბოთლისებური ფორმის საკინძი. არქეოლოგიური განძი ინახება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

ლიტერატურა

რედაქტირება