ახალდაბა (ახალგორის მუნიციპალიტეტი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ახალდაბა.

ახალდაბა[1]სოფელი საქართველოში, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ახალგორის მუნიციპალიტეტში (ბოლის თემი), ხარულის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ქსნის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 920 მ, ახალგორიდან დაშორებულია 3 კმ-ით.

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

ლიტერატურა

რედაქტირება