აჭარა (ანსამბლი)
„ანსამბლი აჭარა“ — მელიტონ კუხიანიძის სახელობის საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი აჭარაში.
ანსამბლმა წარმატებით იმოგზაურა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში: დანია, გერმანია, ბელგია, ესპანეთი, იტალია, პოლონეთი, ბულგარეთი, ბელარუსი, ლატვია, ლიეტუვა, მოლდოვა, ესტონეთი, უკრაინა, რუსეთი, ირანი, კანარის კუნძულები, კვიპროსი, ეგვიპტე, სირია, თურქეთი, სუდანი, ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა.
ანსამბლის წარმატების საიდუმლოებაა უნარი იმისა, რომ პროფესიულ დონეზე შეასრულონ ფოლკლორული ცეკვა და სიმღერა, პლასტიკის ენით გადმოცენ მაყურებლისთვის ქართული ეთნოგრფიული კულტურა; სატრფიალო, საბრძოლო, საზეიმო განწყობა, რაც იწვევს მაყურებლის აღტაცებას და დაუვიწყარ შთაბეჭდილებას. ანსამბლის რეპერტუარში საქართველოს ყველა რეგიონის სასიმღერო და საცეკვაო ფოლკლორის ნიმუშებია. ანსამბლი აღჭურვილია მაღალმხატვრული სასცენო კოსტუმებითა და რეკვიზიტებით. ანსამბლი არის მრავალი ფესტივალის და კონკურსის მონაწილე და გამარჯვებული.
ისტორია
რედაქტირება- 1922 წლის 11 ივლისს გაიმართა ანსამბლის პირველი კონცერტი.
- 1961 წელს ანსამბლის დაარსების 40 წლისთავთან დაკავშირებით დამაარსებლის უკვდავსაყოფად მიენიჭა მელიტონ კუხიანიძის სახელი ანსამბლი შედგება პროფესიონალი მომღერალი მოცეკვავე და მუსიკოსი მსახიობებისაგან.
- 1994 წელს სახელმწიფო ანსამბლთან დაარსდა ბავშვთა ქორეოგრაფიული ჯგუფები.
- 2012 წელს სახელმწიფო ანსამბლში ჩამოყალიბდა ბავშვთა მოსამზადებელი ქორეოფრაფიული, მომღერალთა და ქართულ ხალხურ საკრავთა ჯგუფები. თავისი არსებობის პერიოდში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ფესტივალებში როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
- 2014 წელს გაიხსნა ანსამბლის პირველი ისტორიული მუზეუმი.
- 2014 წელს გადაღებულია ანსამბლის შესახებ დოკუმენტური ფილმი „დაარსებიდან დღემდე“.
- 2016 წელს ანსამბლს უსრულდება 95 წელი, რომლის აღსანიშნავად მიმდინარეობს აქტიური მზადება.
სიმღერების რეპერტუარი
რედაქტირება- ხინწკალა
- ვოისა.
- ქობულეთური მაყურული.
- აჭარული მგზავრული.
- ჩაღმა ჩაყრილო ვენახო.
- ძველებური მაყრული. (1935 წ.)
- ჩვენ მშვიდობა.
- ადილა ალი ფაშა.
- ლეკებმა რომ დამიჭირეს.
- ელესა - გოგი ერქომაიშვილი.
- კუჩხი ბედინერი.
- ოდოია (პ. ხუბულავა)
- ვოისა-ჰარირა.
- მაგნოლია (პ. ხუბულავა)
- მეგრული ყანური.
- სვანური ფერხული.
- ამირანის ფერხული.
- აფხაზური ქორწილი.
- შარათინი.
- იმერული ნადური.
- სიმღერა იმერელ ფირალზე.
- ლეჩხუმური მაყრული.
- მაღლა მთას მოდგა.
- კახური მრავალამიერი.
- კახური შემოძახილი.
- ქუთაისური.
ცეკვები
რედაქტირებაჯილდოები
რედაქტირება- 1957წ. რუსეთი, ქ. მოსკოვი — ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალი.
- 1969 წ. ბულგარეთი — ბურგასის ფოლკლორის მსოფლიო ფესტივალი. გრან პრი.
- 2006-2007 წწ. სირია — დამასკოს ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი. გარ პრი.
- 2011 წ. თურქეთი — ბურსის ფოლკლორი 50-ე საერთაშორისო ფესტივალი-კონკურსი. გრან პრი.
- 2011 წ. იტალია — ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი S.I.O.F.F-ის ეგიდით.
- 2010-2013 წწ. საქართველო — ხობის საერთაშორისო ფესტივალი „სიმღერა სამეგრელოზე“.
- 2012 წ. თურქეთი — საერთაშორისო ტურისტული გამოფენა „EMITT2012“.
- 2012-2013 წწ. გერმანია-საფრანგეთი — საქველმოქმედო პროექტი „საქართველო ევროპის ნაწილია“.
- 2014 წ. ბელარუსი XVII საერთაშორისო ხალხური მუსიკის ფესტივალი „Звiняць цымбалы i гармонiк“.