დავით აწყურელი
(გადამისამართდა გვერდიდან აწყურელი, დავით)
დავით მერაბის ძე აწყურელი — (ნამდვილი გვარი გამყრელიძე; დ. 1863, აწყური, ახმეტის მუნიციპალიტეტი ― გ. 9 აპრილი, 1928, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მსახიობი.
დავით აწყურელი | |
---|---|
დაბადების სახელი | დავით აწყურელი |
დაბადების თარიღი | აწყური, ახმეტის მუნიციპალიტეტი, 1863 |
გარდაცვალების თარიღი |
9 აპრილი, 1928 თბილისი |
საქმიანობა | მსახიობი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა თბილისის სამასწავლებლო სასწავლებელი. 1883 წელს ჩაირიცხა თბილისის დრამატულ დასში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ქუთაისის, თელავის და ბაქოს ქართულ თეატრებში. მონაწილეობდა თბილისის მუშათა თეატრების სპექტაკლებში განასახიერა კომედიური როლები. კავკაველი პეტუა, აკოფა (ავქსენტი ცაგარლის „ციმბირელი", „ხანუმა"), ისაია (გაბრიელ სუნდუკიანის „ხათაბალა"), ჩინოვნიკი (ალექსანდრე ოსტროვსკის „ბედნიერი დღე"), რეპეტილოვი (ალექსანდრე გრიბოედოვის „ვაი ჭკუისაგან"). დაწერა, გადმოაკეთა და თარგმნა 15-მდე პიესა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 76-77.
- გუნია ვ., ქართული თეატრი (1879-1889), თბ., 1889