აძაბის მღვიმე
აძაბა[1], აძაბის მღვიმე, ეშერის მღვიმე — კარსტული მღვიმე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სოხუმის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ეშერის პლატოზე, მდინარე გუმისთის აუზში, ზღვის დონიდან 245 მ სიმაღლეზე. გამომუშავებულია ზედაცარცულ კირქვებში. მღვიმე იწყება მაღალი შესასვლელით (სიმაღლე 10-12 მ, სიგანე 5 მ). იგი სიღრმეში თანდათან ვიწროვდება (2-4X2-3 მ) და გვირაბის ფორმას იღებს. მღვიმის ჭერი წინა ნაწილში რამდენიმე ადგილას იხსნება. ძირითადი მაგისტრალი ინვითარებს განშტოებებს ვიწრო ნაპრალის სახით. მღვიმე ბოლო ნაწილში ორად იტოტება. ძირითადი მაგისტრალი ნახევარსიფონის შემდეგ უკავშირდება დარბაზს და შემდეგ სიფონით თავდება. მღვიმის ჯამური სიგრძე 280 მ აღწევს, ხოლო ძირითადი მაგისტრალი 160 მ. სტალაქტიტები და სტალაგმიტები სუსტადაა განვითარებული. მექანიკური ნალექებიდან გვხვდება ნგრევის ადგილობრივი მასალა (კირქვის ლოდები); ორგანოგენულიდან — გუანო. ჰავა დინამიურია. მღვიმეში გამდინარე ნაკადი ოთხ მოზრდილ ტბას აჩენს. მღვიმეში მოიპოვება ნიჩაბფეხიანი უდაბლესი კიბოები, ღამურები, ტოლფეხიანები, ობობები, მწერები და სხვა. ადვილი გასასვლელია, არსებობს გეგმა და ჭრილი.
აძაბის მღვიმე | |
---|---|
კოორდინატები: 43°02′44″ ჩ. გ. 40°56′46″ ა. გ. / 43.0458111° ჩ. გ. 40.9462194° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | სოხუმის მუნიციპალიტეტი |
აბსოლუტური სიმაღლე | 245 მ |
სიგრძე | 280 მ |
ამგებელი ქანები | კირქვა |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ტატაშიძე ზ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 270.
- ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 19.