აჩრდილთან მოსაუბრე


აჩრდილთან მოსაუბრეემიზე ნომინირებული ამერიკული სატელევიზიო დრამატული ფანტასტიკური თრილერი, რომლის პრემიერა არხ CBS-ზე 2005[2] წლის 23 სექტემბერს შედგა. შოუს შემქმნელია ჯონ გრეი. მთავარ როლებს ასრულებენ ჯენიფერ ლავ ჰიუიტი, დევიდ კონრადი, კარინ მანჰაიმი, ჯეი მორი და აიშა ტაილერი.

აჩრდილთან მოსაუბრე
ჟანრი ზებუნებრივი
ფანტასტიკა
თრილერი
დრამა
ავტორი ჯონ გრეი
მონაწილეობენ ჯენიფერ ლავ ჰიუიტი
დევიდ კონრადი
აიშა ტაილერი
(2005-2006)
კამრინ მანჰაიმი (2006-)
ჯეი მორი (2006 - 2008)
ჯემი კენედი (2008-)
კრისტოფ სანდერსი (2008-)
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
სეზონი 5
ეპიზოდი 107 (ეპიზოდების სია)
წარმოება
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი ჯონ გრეი
იან სანდერი
კიმ მოუზესი
ჯეიმზ ვან პრაგი
პროდიუსერ(ებ)ი ჯო დიშნერი
ჯენიფერ ლავ ჰიუიტი[1]
ხანგრძლივობა დაახ. 43 წუთი
კომპანია CBS
დისტრიბუტორი აშშ:'
CBS პარამოუნტი/CBS სტუდია
through:
CBS სატელევიზიო დისტრიბუცია
არა-აშშ:
ABC
აგრეთვე:
დისნეი-ABC საერთაშორისო ტელევიზია
ეთერი
ჩვენების ფორმატი 480i (SDTV),
1080i (HDTV)
ეთერში 23 სექტემბერი, 2005 (2005-09-23) — 21 მაისი, 2010 (2010-05-21)
საიტი

შოუს სათაური დაკავშირებულია მთავარ გმირ მელინდა გორდონთან (ჯენიფერ ლავ ჰიუიტი), რომელიც ცხოვრობს უცნაურ ქალაქ გრენდვიუში ქმარ ჯიმთან (დევიდ კონრადი) ერთად და შეუძლია მკვდრებთან ურთიერთობა და მათთან საუბარი. ენიმე მსგავსი შოუ, სადაც ახალგაზრდა ქალს აქვს ზებუნებრივი ნიჭი.

აჩრდილთან მოსაუბრე არის ეპიზოდური სერიალი, რომელიც მოგვითხრობს ახალგაზრდა ქალის, მელინდა გორდონის ცხოვრების შესახებ, რომელსაც აქვს უნარი დაინახოს და ეკონტაქტოს მკვდრებს. ყოველ ეპიზოდში წარმოდგენილია ერთი ან რამდენიმე მოჩვენება, რომელიც მელინდას დახმარებით ეკონტაქტებიან ოჯახის წევრებს, რის შემდეგაც ისინი განისვენებენ და "კვეთენ" ამ სამყაროს. ეს მეტაფრაზა გაიგივებულია "სამოთხესთან".

მიუხედავად სერიალის ეპიზოდური სტრუქტურისა, სიუჟეტი მოიცავს ორ ან სამ ეპიზოდს (სერიის დასაწყისში და სერიის ბოლოს), რომელიც ვითარდება შემდგომ მთელი სეზონის განმავლობაში. პირველი სეზონი წარმოგვიდგენს ანტაგონისტ რომანოს, ნეგატიურ ძალას შავი ქუდით, რომელიც ცდილობს მელინდას საწინააღმდეგო გააკეთოს და სულებს კრიბავს, რათა ისინი თავისთან შავ სამყაროში წაიყვანოს. ეს ისტორია მთავრდება პირველი სეზონის ფინალში, როდესაც Grandview-ში თვითმფრინავი ვარდება და მელინდა და რომანო, ორივე ცდილობენ სულების გადაბირებას. აგრეთვე პირველი სეზონის ბოლოს, თვითმფრინავის ჩამოგდების დროს იღუპება მელინდას საუკეთესო მეგობარი ანდრეა მარინო, რომელიც მეორე სეზონის დასაწყისში რომანოს ხელთაა.

მეორე სეზონში ორი ახალი პერსონაჟი, დელაია ბენქსი და პროფესორი რიკ პეინი, გამოდიან ასპარეზზე. ისინი სეზონის ბოლოს შეიტყობენ მელინდას შესაძლებლობის შესახებ.

ყოველი ეპიზოდის დასაწყისი ტრიალებს მელინდასა და მოჩვენებას შორის, რომელიც სეზონის ბოლოს ტოვებს ამქვეყნიერებას. ჩვეულებრივ, მელინდა ცდილობს ინფორმაციის შეგროვებას და მას შემდეგ, რაც ეპიზოდი დასასრულისკენ მიდის, მოჩვენებები მელინდას უყვებიან თავიანთ ისტორიას, რის შემდეგაც ისინი სიმშვიდეს პოულობენ. ხშირად გზავნილი, რომელიც მოჩვენებებს სურთ, რომ მელინდამ გადასცეს, არის არეულ-დარეული და ხშირად მელინდა აწყდება წინააღმდეგობებს იმ ადამიანებისგან, რომლებთანაც ეს მოჩვენებები არიან დაკავშირებულები. ეპიზოდის ბოლოს მელინდა ხშირად წარმატებით ასრულებს თავის ამოცანას და მოჩვენებებიც ტოვებენ დედამიწას.

ეპიზოდები

რედაქტირება
სეზონების რეიტინგები (დაფუძნებულია მაყურებლებზე ეპიზოდების მიხედვით)
# ეპიზოდები დრო (EDT) სეზონის პრემიერა სეზონის ფინალი რანგი მაყურებლები
(in millions)
სეზონი 1 22 პარასკევი 20 სთ სექტემბერი 23, 2005 მაისი 5, 2006 #41 10.2[3]
სეზონი 2 22 პარასკევი 20 სთ სექტემბერი 22, 2006 მაისი 11, 2007 #44 9.9 [4]
სეზონი 3 18 პარასკევი 20 სთ სექტემბერი 28, 2007 მაისი 16, 2008 #64 8.6 [5]
სეზონი 4 24 პარასკევი 20 სთ ოქტომბერი 3, 2008 TBA

მწარმოებლების შესახებ

რედაქტირება

სერიები დაფუძნებულია ჯეიმზ ვან პრაგი-ის ნაწარმოების "სულებთან მეკავშირეს" მიხედვით,[6] რომელიც აგრეთვე შოუს აღმასრულებელი პროდიუსერია.[7] და გამუდმებით ანახლებს ბლოგს CBS-ის მევეობით.[8] აგრეთვე არის ცნობები იმის შესახებ, რომ შოუ ნაწილობრივ დაფუძნებულია მერი ენ ვილკოვსკი-ს ნაწარმოებზე მოჩვენებებთან მოსაუბრე.[9]. შოუ შექმნა 2 წლით ადრე მოხდა, სანამ მისი პრემიერა შედგებოდა.[10]

ამჟამად შოუ მზადდება სანდერ/მოზეზის დახმარებით, რომელიც თანამშრომლობს BS Paramount Network Television-თან და ABC სტუდიასთან.

შოუს გადაღება მიმდინარეობს უნივერსალ სტუდიაში ჰოლივუდში.[11] სცენა, რომელიც გამოყენებულია ამ სერიალში, არის იგივე რაც იყო ფილმში უკან მომავალში. მაგალითად საათი, რომელიც ამ ფილმში არის, სერილაში მთლიანად დაფარეს. ხოლო შოუს მონაწილეები ამბობნე, რომ ხანდახან მათ სულები მართლაც სტუმრობენ.[12]

ხმის ეფექტები მომზადებულია Smart Post Sound-ის მიერ.[13] და სპეც ეფექტები Flash Film Works-ის მიერ.[14]

თმის სტილისტი მაიკლ რაიცი, რომელიც მთავარ გმირს მელინდა გორდონს უკეთებს თმებს, ხუთჯერ იყო ნომინირებული ემიზე, როგორც საუკეთესო თმის სტილისტი.

პირველი სეზონის ფინალის შემდეგ, ჯონ გრეიმ, შოუს შემქმნელმა, ორ წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი CBS-თან, რომელიც გარანტიას გვაძლევს რომ იქნება მესამე სეზონი.[15] მესამე სეზონს ეყოლება აგრეთვე ახალი აღმასრულებელი პროდიუსერი P.K. Simonds-ი.[16]

ცხოვრება სიკვდილის შემდეგ აჩრდილთან მოსაუბრეში

რედაქტირება

ორი ადგილი იგულისხმება შემდეგ ცხოვრებაში: ნათელი და ბნელი მხარეები. ეს ორი ადგილი მნიშვნელოვან როლს თამაშობს შოუში.

ნათელი მხარე

რედაქტირება

როდესაც მელინდა ეხმარება მოჩვენებებს ამ სამყაროს გადაკვეთაში, ისინი ხედავენ შუქს. შუქი ასოცირდება სამოთხესთან. ეს შუქი შეუმჩნეველია მაყურებელთათვის, მხოლოდ რამდენიმეჯერ იყო შოუში ნაჩვენები The Vanishing, The One, Giving up the Ghost და The Gathering ეპიზოდებოს დროს.

ბნელი მხარე

რედაქტირება

ყველა სული არ კვეთს სამყაროს ნათელი შუქით. ზოგიერთი ბნელ მხარეში ხვდება. ბნელი მხარე ასოცირდება ჯოჯოხეთთან. სულები, რომლებიც დამწყვდეულები არიან ამ ციხეში სიძულვილით და სიბრაზით ხასიათდებიან.

ჯილდოები

რედაქტირება
წლები ჯგუფი ჯილდო შედეგი რისთვის
2006 სამეცნიერო ფანტასტიკის და საშინელებათა ფილმების აკადემია საუკეთესო ქალი მსახიობი ტელევიზიაში მოიგო ჯენიფერ ლავ ჰიუიტი
ემის დაჯილდოება მთავარი სათაურის დიზაინერი ნომინაცია
კიდს ჩოის ოვარდსი ფავორიტი სატელევიზიო მსახიობი ქალი ნომინაცია ჯენიფერ ლავ ჰიუიტი
თინ ცოის ოვარდსი ტვ - ახალბედა შოუ ნომინაცია
ახალგაზრდა მსახიობთა დაჯილდოება საუკეთესო შესრულება სატელევიზიო სერიალში (კომედიასი ან დრამაში) - მოწვეული ახალგაზრდა მსახიობი მოიგო ჯოსეფ კოსტანონი
2007 სამეცნიერო ფანტასტიკის და საშინელებათა ფილმების აკადემია საუკეთესო მსახიობი ქალი ტელევიზიაში მოიგო ჯენიფერ ლავ ჰიუიტი
ემის დაჯილდოება მუსიკალური კომპოზიცია სერიალისთვის ნომინაცია ეპიზოდი: სიყვარული არასდროს კვდება
თინ ჩოის ოვარდსი რჩეული ტვ მსახიობი ქალი: დრამა ნომინაცია ჯენიფერ ლავ ჰიუიტი
2008 სამეცნიერო ფანტასტიკის და საშინელებათა ფილმების აკადემია საუკეთესო მსახიობი ქალი ტელევიზიაში მოიგო ჯენიფერ ლავ ჰიუიტი
ტვ ლანდ ოვარდსი ფავორიტი პერსონაში "სხვა მხრიდან" ნომინაცია ჯენიფერ ლავ ჰიუიტი
ახალგაზრდა მსახიობთა დაჯილდოება საუკეთესო თამაში ტვ სერიალში - მოწვეული ახალგაზრდა ქალი მსახიობი ნომინაცია ჯენა ბოიდი

ინტერნეტით გავრცელება

რედაქტირება

სხვა მხარე

რედაქტირება

ვებიზოდები-ს სერიები სათაურით აჩრდილთან მოსაუბრე: სხვა მხარე გამოვიდა აჩრდილთან მოსაუბრის ვებგვერდზე.[17] ჯამში 8 ვებიზოდი არის დამზადებული და გამოშვებული საყურებლად. ისტორია მოგვითხრობს ზაკზე (მარკ ჰაპკა), ახალგაზრდა მიმტან ბიჭზე, რომელიც კვდება ამანათის მიტანისას. ის მალევე მიხვდება რომ სულია და გადაწყვეტს შური იძიოს დენიზე, რადგან ფიქრობს რომ მან მოკლა იგი და აგრეთვე საუკეთესო მეგობარზე. მელინდა, სატელევიზიო სერილიდან არ ჩნდება ინტერნეტ სერიებში, თუმცა მოჩვენებები, რომლებიც თამაშობენ სატელევიზიო სერიებში, ვებიზოდებში ჩნდებიან

მეორე სეზონი სხვა მხარე-სი CBS-ს ვებსაიტებზე 2008 წლის 18 იანვრიდან გამოვიდა.[17]

აღმოჩნდა რომ საიტი andshamethedevil.net[18] დაკავშირებულია სერიალთან. ეს საიტი მესამე სეზონის დასაწყისში არის ნახსენები და თუ გადაწვყეტთ ამ საიტის მონახულებას და დააჭერთ სიტყვას სისხლიანი გადაგიყვანთ სხვა საიტზე rubloodymary.com

აგრეთვე აღმოჩნდა რომ თუ დააჭერთ ვარკვლავს, რომელიც მარჯვნივ ზედა კუთხეში ჩანს, საიტი ნაწილებად დაიშლება. ეს ნაწილები შეგიძლიათ გადაათრიოთ მაუსით.

"შემხვდი ქვესკნელში"

აგრეთვე პატარა ასოებით წაიკითხავთ სიტყვას: "სისხლიანი მერი, სისხლიანი მერი, სისხლიანი მერი."

სხვა საიტი, რომელიც აგრეთვე კავშირშია სერიალ აჩრდილთან მოსაუბრესთან. rubloodymary.com-ის საიტი ნახსენებია მესამე სეზონის მეორე სერიაში - "არ ცადო ეს სახლში" - რომელშიც მოთხრობილია სისხლიანი მერის ქალაქური ლეგენდა. თუ ამ საიტს მოინახულებთ, დააჭერთ სურათზე და მაუსით აქეთ იქით გადაატარებთ, სურათი ნელ-ნელა წაიშლება, რომლის ქვეშ გამოჩნდება სხვა სურათი წარწერით ....სანამ ის ხაფანგშია.

აგრეთვე იქ არის ლინკი სახელწოდებით ისტორია, მასზე დაჭერით გადავდივართ წიგნზე, რომელსაც ჰქვია სისხლიანი მერი. ბოლოს წაიკითხავთ შემდეგს იმედია ის ეკლესიაში არ დადიოდა.

საბოლოოდ იქ ნახავთ ბმულს ლინკები, რომელსაც სხვადასხვა ვებ გვერდებზე გადავყავართ, მათ შორის აჩრდილთან მოსაუბრის ოფიციალურ გვერდზე ghostwhisperer.com.

DVD გამოშვებები

რედაქტირება

პირველი რეგიონის DVD გამოშვების დისტრიბუტორიაParamount Home Entertainment/CBS DVD, ხოლო სხვა რეგიონების Walt Disney Studios Home Entertainment.

სეზონები სპეციფიკაციები დამატებითი დეტალები გამოშვების თარიღები
1[19][20]
  • 22 ეპიზოდი
  • 6 დისკი
  • ვიდეო: Anamorphic Widescreen 1.78:1 Aspect Ratio
  • აუდიო: Dolby Digital 5.1 Surround
  • სუბტიტრების გარეშე
  • აუდიო კომენტარები
  • შეცდომები
  • ამოჭრილი სცენები
  • ორი მოკლემეტრაჟი
  • ვირტუალური ტური: Grandview-ში
  • აჩრდილთან მოსაუბრის მითოლოგია
  • შემაშინებელი ტაქტიკა
რეგიონი 1
ოქტომბერი 31, 2006
რეგიონი 2
ივლისი 9, 2007
რეგიონი 3
მაისი 28 2007
რეგიონი 4
მაისი 23, 2007
2[21]
  • 22 ეპიზოდი
  • 6 დისკი
  • ვიდეო: Anamorphic Widescreen 1.78:1 Aspect Ratio
  • აუდიო: Dolby Digital 5.1 Surround
  • დასათაურებული
  • აუდიო კომენტარები
  • კულისებს მიღმა სცენები
  • ვებიზოდები
  • ტაროს კარტები
  • მუსიკალური ვიდეო
რეგიონი 1
სექტემბერი 18, 2007
რეგიონი 2
თებერვალი 25, 2008
რეგიონი 3
აპრილი 7, 2008
რეგიონი 4
აპრილი 2, 2008
3[21]
  • 18 ეპიზოდი
  • 5 დისკი
  • ვიდეო: Anamorphic Widescreen 1.78:1 Aspect Ratio
  • აუდიო: Dolby Digital 5.1 Surround
  • დასათაურებული
  • აუდიო კომენტარები
  • კულისებს მიღმა სცენები
რეგიონი 1
სექტემბერი 2, 2008
რეგიონი 2
N/A
რეგიონი 3
N/A
რეგიონი 4
N/A
  • აჩრდილთან მოსაუბრის მეორე სეზონის DVD გამოვიდა 18 სექტემბერს 2007 წელს აშშ-ში, რომელსაც თან ახლდა დამატებები, ეს იყო კრისტალური ბურთი, მელინდას საკუჭნაო, ვებ სერიები და სხვა.

სამაუწყებლო ისტორია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Ghost Whisperer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-30. ციტირების თარიღი: 2007-09-30.
  2. Ghost Whisperer Cast & Details, TV Guide website, accessed 7 February, 2008
  3. „2005-06 primetime wrap“. Hollywood Reporter. May 26, 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-05-29. ციტირების თარიღი: 2008-08-26. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  4. „Hollywood Reporter: 2006-07 primetime wrap“. Hollywood Reporter. May 25 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-05-28. ციტირების თარიღი: 2008-08-26. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  5. Televisionista: TV Ratings: 2007-2008 Season Top-200
  6. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-11-18. ციტირების თარიღი: 2008-08-26.
  7. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-22. ციტირების თარიღი: 2008-08-26.
  8. Ghost Whisperer on Ghost Whisperer on CBS. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-03-07. ციტირების თარიღი: 2008-08-26.
  9. Real-life ‘Ghost Whisperer’ inspires CBS - TV dramas - MSNBC.com
  10. Ghost Whisperer on Ghost Whisperer on CBS. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-01-12. ციტირების თარიღი: 2008-08-26.
  11. Universal Studios Hollywood - What's New
  12. SCI FI Wire | The News Service of the SCI FI Channel | SCIFI.COM. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-21. ციტირების თარიღი: 2008-08-26.
  13. Ghost Whisperer Television Show-Mix Checks in on Creating Audio Sounds for Ghost Whisperer TV Show. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-02-03. ციტირების თარიღი: 2008-08-26.
  14. Flash Film Works - Ghost Whisperer
  15. Sci-Fi / Fantasy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-06-19. ციტირების თარიღი: 2008-08-26.
  16. SCI FI Wire | The News Service of the SCI FI Channel | SCIFI.COM. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-25. ციტირების თარიღი: 2008-08-26.
  17. 17.0 17.1 The Other Side 2 - Ghost Whisperer on CBS[მკვდარი ბმული]
  18. and|SHAME|the|devil. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-06. ციტირების თარიღი: 2020-12-31.
  19. Ghost Whisperer -Season 1 DVD Information |TVShowsOnDVD.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-11-16. ციტირების თარიღი: 2008-08-26.
  20. DVD : GHOST WHISPERER; S1 6DVD - Sanity.com.au - More Movies - More Music. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-27. ციტირების თარიღი: 2008-08-26.
  21. 21.0 21.1 Ghost Whisperer DVD news: Announcement for Ghost Whisperer - The 2nd Season | TVShowsOnDVD.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-11. ციტირების თარიღი: 2008-08-26.