ჯენიფერ ლავ ჰიუიტი
ჯენიფერ ლავ ჰიუიტი (ინგლ. Jennifer Love Hewitt; დ. 21 თებერვალი, 1979) — ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი და მომღერალი. ჰიუიტმა კარიერა დაიწყო, როგორც ბავშვთა მსახიობმა და მომღერალმა. იგი მონაწილეობდა ეროვნულ სატელევიზიო რეკლამებში, სანამ შეუერთდებოდა დისნეის არხის სერიალს Kids Incorporated (1989–1991). მას ჰქონდა წარმატება სარა რივზ მერრინის როლის შესრულებისათვის Fox– ის თინეიჯერულ დრამაში Party of Five (1995–1999).
ჯენიფერ ლავ ჰიუიტი | |
---|---|
ჰიუიტი 2008 წელს | |
დაბადების თარიღი | 21 თებერვალი, 1979 |
საქმიანობა | მსახიობი, პროდიუსერი, მომღერალი |
აქტიური | 1989–დღემდე |
მეუღლე(ები) | ბრაინ ჰელისეი (დ. 2013) |
შვილ(ებ)ი | 2 |
ბიოგრაფია
რედაქტირებაოჯახი
რედაქტირებაჯენიფერი არის პატრიცია მეისა და ჰერბერტ დენიელ ჰიუიტის ქალიშვილი. დედა მეტყველების პათოლოგი იყო, მამა - სამედიცინო ტექნიკოსი. მას ჰყავს უფროსი ძმა, სახელად ტოდ დენიელ ჰიუიტი. მისი მშობლები დაშორდნენ, როდესაც ის ახალგაზრდა იყო და ისინი მარტოხელა დედამ გაზარდა.[1] After their parents divorced, Hewitt and her older brother Todd were raised by their mother.[2] დედა გარდაიცვალა 2012 წლის 12 ივნისს, 67 წლის ასაკში, კიბოსთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ.
სასიყვარულო ურთიერთობები
რედაქტირებაჯენიფერი მთელი ცხოვრების განმავლობაში ბევრ მამაკაცს ხვდებოდა, თუმცა მათი უმეტესობა ხანმოკლე ურთიერთობა იყო. ჯენიფერს პირველად 14 წლის ასაკში შეუყვარდა მსახიობი ფრედ სევიჯი, რომელიც მაშინ 16 წლის იყო. შემდეგ მას მსახიობ ჯოი ლოურენსთან რამდენიმე თვის განმავლობაში ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა 1995 წელს. ჰუითი და უილ ფრიდლი 1996 წლიდან 1997 წლამდე ხვდებოდნენ ერთმანეთს, როდესაც ისინი ერთად მუშაობდნენ რომანტიკულ კომედიაში Boy Meets World.[3][4]
2012 წლის მარტში ჰიუიტმა დაიწყო ურთიერთობა ბრაიან ჰალისთან. ისინი 2013 წლის ივნისში დაინიშნენ და განაცხადეს, რომ პირველ შვილს ელოდებოდნენ. ისინი დაქორწინდნენ 2013 წლის ნოემბერში, რაც ჟურნალმა Us Weekly დაადასტურა.[5][6] მათი ქალიშვილი, ოთამნ ჯეიმსი დაიბადა 2013 წლის ნოემბერში, ხოლო ვაჟი ატიკუს ჯეიმსი 2015 წლის ივნისში.[7][8][9][10]
კარიერა
რედაქტირებაკინოკარიერა
რედაქტირებაჰიუიტის ცნობილ ფილმებში შედის Heartbreakers (2001), Tuxedo (2002) და "გარფილდის" ორი მოქმედი ფილმი (2004–2006). მან ითამაშა მელინდა გორდონის როლი CBS-ის ზებუნებრივ დრამაში Ghost Whisperer (2005–2010). მონაწილეობდა სერიალებში: "კლიენტთა სია" (2012–2013), CBS კრიმინალური დრამაში Criminal Minds (2014–2015) ), ხოლო 2018 წლიდან, ითამაშა მადი ბაკლის როლი Fox- ის სერიალში პოლიციის შესახებ პროცედურულ "9-1-1"-ზე. ის იყო ნომინირებული ოქროს გლობუსის პრემიაზე საუკეთესო მსახიობი ქალისთვის - სატელევიზიო ფილმში "კლიენტთა სია" (2010).
Audrey Hepburn Story (2000), ბიოგრაფიული დრამატული სატელევიზიო ფილმი, რომელიც დაფუძნებულია მსახიობისა და ჰუმანიტარი ოდრი ჰეპბერნის ცხოვრებაზე, ჰიუიტმა შეასრულა მთავარი როლი და მსახურობდა, როგორც აღმასრულებელი პროდიუსერი. მას ამ როლისთვის რეკომენდაცია გაუწია რეჟისორმა სტივენ რობმანმა, რომელიც მანამდე ხუთგზის რეჟისორი იყო. წარმოება გავიდა სამსაათიანი ფილმის სახით ABC– ზე, 2000 წლის 27 მარტს. ფილმს არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა.
ჰივიტმა ითამაშა როლი გენიალური მეცნიერისა, საველე მუშაობის მისწრაფებით, ჯეკი ჩანის გვერდით, სამოქმედო კომედიაში „Tuxedo“ (2002). ფილმმა 104,4 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა. 2004 წელს ჰიუიტმა ითამაშა, როგორც მუსიკოსმა რომანტიკულ ფანტასტიკურ დრამაში "თუ მხოლოდ". მონაწილეობა მიიღო სატელევიზიო ფილმში "საშობაო სიმღერა" და დოქტორ ლიზ ვილსონის ცოცხალი მოქმედების კომედიაში "გარფილდი". გარფილდი გახდა ჰიუიტის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი დღემდე და მოიპოვა მსოფლიო შემოსავლით 200 მილიონი აშშ დოლარი.
მუსიკალური კარიერა
რედაქტირებაჰიუიტმა დღემდე გამოუშვა ოთხი სტუდიური ალბომი. მას შემდეგ, რაც მისი სადებიუტო ალბომი 1992 წელს გამოვიდა ექსკლუზიურად იაპონიაში, მან გააგრძელა კარიერული წინსვლა, გამოუშვა ალბომები: Let's Go Bang (1995), Jennifer Love Hewitt (1996) და BareNaked (2002). მუსიკისა და მსახიობობის გარდა, ჰიუიტი მსახურობდა, როგორც პროდიუსერი ზოგიერთ კინოსა და სატელევიზიო პროექტში. იგი გამოჩნდა რამდენიმე ჟურნალის სიაში მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალების შესახებ.
რესურსები ინტერნეტიდან
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Jennifer Love Hewitt Biography. Sing365.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 3, 2011. ციტირების თარიღი: August 15, 2011
- ↑ Jennifer Love Hewitt. Hollywood Scoop. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 9, 2011. ციტირების თარიღი: August 14, 2011
- ↑ Jennifer Love Hewitt's Surprising Dating Past (June 7, 2013).
- ↑ Jennifer Love Hewitt's Men (June 5, 2013).
- ↑ Jennifer Love Hewitt Pregnant, Expecting a Baby With Brian Hallisay. Us Weekly. ციტირების თარიღი: June 4, 2013
- ↑ Billups, Andrea. (June 5, 2013) Jennifer Love Hewitt Is Engaged. People. ციტირების თარიღი: February 23, 2019
- ↑ Eggenberger, Nicole. (November 26, 2013) Jennifer Love Hewitt Gives Birth to Baby Girl Autumn James, Secretly Married Brian Hallisay. Us Weekly. ციტირების თარიღი: November 26, 2013
- ↑ Jennifer Love Hewitt Welcomes Daughter Autumn James. People (November 26, 2013). ციტირების თარიღი: November 26, 2013
- ↑ Jennifer Love Hewitt Expecting Second Child. People (January 7, 2015). ციტირების თარიღი: February 23, 2019
- ↑ Jennifer Love Hewitt Welcomes Son Atticus James. People (June 24, 2015). ციტირების თარიღი: February 23, 2019