აშუღ-ფერი
აშუღ-ფერი (აზერ. Aşıq Pəri; დაახ. 1811, სოფელი აშაღი მარალიანი, ყარაბაღის სახანო — 1847, შუშა, შემახას გუბერნია, რუსეთის იმპერია) — აზერბაიჯანელი აშუღი ქალი და პოეტი, აზერბაიჯანის ქალთა აშუღური სკოლის ერთ-ერთი გამოჩენილი წარმომადგენელი XIX საუკუნის I ნახევარში. ითვლება ქალთა აშუღური შემოქმედების ფუძემდებლად[2].
აშუღ-ფერი | |
---|---|
აზერ. Aşıq Pəri | |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 1811[1] |
დაბ. ადგილი | აშაღი მარალიანი, ყარაბაღის სახანო |
გარდ. თარიღი | 1847[1] |
გარდ. ადგილი | შუშა, რუსეთის იმპერია |
საქმიანობა | აშუღი, პოეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებააშუღ-ფერი დაიბადა სოფელ აშაღი მარალიანში (ახლანდელი ჯაბრაილის რაიონი) დაახლოებით 1811 წელს[3]. ბავშვობიდან დაინტერესდა აშუღური ლექსებით. განათლება მიიღო მედრესეში, სადაც სწავლობდა არაბულსა და სპარსულს. 18 წლის ასაკში გადავიდა ყარაბაღის სახანოს დედაქალაქში - შუშაში. იქ ცხოვრობდა და მუშაობდა თავისი ხანმოკლე სიცოცხლის ბოლომდე, სადაც გარდაიცვალა 1847 წელს, 36 წლის ასაკში[3]. თუმცა აშუღი ქალის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს, რომ მან სიბერემდე იცოცხლა[4].
ფერის მამა, ჰაჯი საიადი, წვრილმანი ვაჭრობით იყო დაკავებული, რის გამოც მას ადგილობრივებმა მეტსახელად თაჯირი (ვაჭარი) ჰაჯი საიადი შეარქვეს. დედა - გიულისტანი თავისი დროის პროგრესულად მოაზროვნე ქალი იყო და ქალიშვილისთვის განათლების მიღებაში ხელი არ შეუშლია[5].
აშუღ-ფერის შემოქმედებისა და ცხოვრების ერთ-ერთი მკვლევარი, ფირუდინ ბეი კოჩარლი თავის კვლევაში აღნიშნავს, რომ 25 წლის ასაკში ფერი დაქორწინდა მოლაზე, სახელად მუჰამედი. ქორწინებით ბედნიერი არ იყო. მოლას არ მოსწონდა, რომ მისი ცოლი წერდა ლექსებს და მონაწილეობდა პოეზიის საღამოებში, რის გამოც იგი ქმრისგან მუდმივ საყვედურებს იღებდა. შედეგად, მთელი მისი ტანჯვა გადაიზარდა ლექსებში, რაც ასახავდა ახალგაზრდა აშუღის რთულ ცხოვრებას. 1847 წელს აშუღ-ფერის გარდაცვალების შემდეგ, მისმა ძმებმა ქერბალაი ფერზალიმ და მაჰმუდმა მისი ცხედარი ჯაბრაილის მშობლიურ სოფელ მარალიანში ჩაასვენეს, სადაც დაკრძალეს[6].
შემოქმედება
რედაქტირებააშუღ-ფერი ყარაბაღის აშუღური გარემოს წარმომადგენლებს მიეკუთვნება, რომლებიც ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ყარაბაღში XIX საუკუნის პირველ ნახევარში. აშუღ-ფერის სახელი, რომელმაც გარკვეული როლი ითამაშა აზერბაიჯანული აშუღური პოეზიის განვითარებაში და ითვლება ერთ-ერთ პროფესიონალ ქალ აშუღად მოხსენიებულია მაჰსეთი განჯევისთან, ხურშიდბანუ ნათავანთან, ჰეირან-ხანუმთან და ფატმა კამინესთან ერთად. მისი ლექსების მხოლოდ მცირე ნაწილია შემორჩენილი დღემდე, ამიტომ ხალხში აშუღ-ფერის ცხოვრების შესახებ ბევრი ლეგენდა ვრცელდება[4].
თავის ლექსებში აშუღი ადიდებდა ქალთა თავისუფლებისთვის ბრძოლას, ქალების ოცნებებს და მათ პოზიციას საზოგადოებაში. მან ლიტერატურაში შემოიტანა ახალი მოტივები და ხასიათი, აღწერა აზერბაიჯანელი ქალების ცხოვრების წესი, მანერები და ადათ-წესები[7].
აშუღ-ფერის ხსოვნისადმი აზერბაიჯანში რეგულარულად იმართება მეჯლისები - შემოქმედებითი საღამოები. მისი ერთ-ერთი ორგანიზატორია აშუღ ულდუზ სენმეზი (გულიევა)[8].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 CERL Thesaurus — Consortium of European Research Libraries.
- ↑ Aşıq Pəri irsinə məhəbbətlə - Bakı - clb.az
- ↑ 3.0 3.1 Aşıq Pəri
- ↑ 4.0 4.1 Ашугская школа в Карабахе
- ↑ Aşıq Pəri məclisi. Aşıqlar və el şairləri. (tərtib edənlər N.Xatun, M.Əhmədov, Z.Yaqub). Bakı: Yazıçı, 1991, 440 s.
- ↑ Qarabağın ilk qadın şairi Bu, Aşıq Pəri sayılır
- ↑ Какие они – азербайджанки?
- ↑ В Баку прошел творческий вечер ашуга Улдуз Сёнмеза – ФОТО