აღმოსავლური ბიოტა

აღმოსავლური ბიოტა (ლათ. Platycladus orientalis) — მარადმწვანე მცენარე ტაქსოდიუმისებრთა ოჯახისა. 5-10 მეტრი სიმაღლის ხედ ან მოზრდილი სახის ბუჩქად იზრდება.[1] ტოტები უვითარდება ვერტიკალურ სიბრტყეში და მაღლა აშვერილი. ხის ვარჯი კვერცხისებრი ფორმისაა. აღმოსავლური ბიოტას სამშობლოა ჩინეთი, იაპონია, მანჯურია, კორეა.[2]

აღმოსავლური ბიოტა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  კვიპაროზისებრნი
ოჯახი:  ტაქსოდიუმისებრნი
გვარი:  ბიოტა
სახეობა:  აღმოსავლური ბიოტა
ლათინური სახელი
Platycladus orientalis
დაცვის სტატუსი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
IUCN 3.1 Near Threatened : 31305

იგი ნელი მოზარდი მეზოფიტი ჯიშია. იტანს დაჩრდილვას და გვალვას. უძლებს დაბალ ტემპერატურას. ნიადაგისადმი ნაკლებმომთხოვნია, ნორმალურ ზრდისათვს არჩევს თბილ, მსუბუქ, კირიან ნიადაგებს. კარგად იტანს კრეჭას.[3]

იგი დეკორატიული მცენარეა და მრავლდება თესლით და კალმით. ფორმებს მეტწილად ამრავლებენ მყნობით.[4]