აღმოსავლეთ ტიმორის პარლამენტი

აღმოსავლეთ ტიმორის ეროვნული პარლამენტი (ტეტ. Parlamentu Nasionál, პორტ. Parlamento Nacional) — აღმოსავლეთ ტიმორის საკანონმდებლო ორგანო. რეზიდენცია მდებარეობს ეროვნული პარლამენტის შენობაში, ქალაქ დილის ცენტრში, ტაივან-სტრიტზე[1].

აღმოსავლეთ ტიმორის პარლამენტი
ტეტ. Parlamentu Nasionál,
პორტ. Parlamento Nacional
ტიპი
ორგანოს ტიპი ერთპალატიანი
ხელმძღვანელები
პარლამენტის თავმჯდომარე არან ნოე და კოშტა ამარალი, ეროვნული კონგრესი ტიმორის რეკონსტრუქციისთვის,
2018-დან
სტრუქტურა
წევრები 52-65 დეპუტატი
პოლიტიკური ჯგუფები
  •      ალიანსი ცვლილებებისა და პროგრესისათვის (34)
  •      FRETILIN (23)
  •      ატდპ (5)
  •      დემოკრატიული განვითარების ფორუმი (3)
არჩევნები
ბოლო არჩევნები 12 მაისი, 2018
სხდომების ადგილი
საიტი
parlamento.tl

სტრუქტურა

რედაქტირება

აღმოსავლეთ ტიმორის ეროვნული პარლამენტი ერთპალატიანია და შედგება მინიმუმ 32 და მაქსიმუმ 65 დეპუტატისაგან, რომლებსაც ირჩევენ 5 წლის ვადით საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი, პირდაპირი და ფარული კენჭისყრის გზით[2][3]. პარლამენტის ხელმძღვანელია თავმჯდომარე (სპიკერი), რომელსაც ირჩევენ პარლამენტის წევრების რიგებიდან[2], 2018 წლიდან პარლამენტის თავმჯდომარეა არან ნოე და კოშტა ამარალი.

ეროვნულ პარლამენტს იწვევენ წლის განმავლობაში ერთხელ, ანუ უფლებამოსილების განმავლობაშI სულ ხუთჯერ. რიგგარეშე სესიის მოწვევის უფლება აქვს ქვეყნის მეთაურს, პარლამენტის მუდმივმოქმედ კომიტეტს ან დეპუტატთა ჯგუფს, თუკი მათი რაოდენობა აღემატება წევრთა საერთო რაოდენობის 1/3-ს. დეპუტატებს იცავს იმუნიტეტი და თავისუფლდებიან სამოქალაქო და დისციპლინარული პასუხისმგებლობისაგან.

ეროვნული პარლამენტი შეიძლება დაითხოვოს ქვეყნის პრეზიდენტმა, მაგრამ არა უადრეს მისი არჩევიდან ექვსი თვისა. ასევე არ შეიძლება პარლამენტის დათხოვნა თუ პრეზიდენტის არჩევიდან 6 თვე არ არის გასული, ან ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა (კონსტიტუციის მე-100 მუხლი).

ეროვნულ პარლამენტში ქალთა ქვოტირებული ადგილები არ არის განსაზღვრული, მაგრამ 2012 წლის წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტში ასეთი სიტუაციაა: პარლამენტის 65 წევრიდან 26 ქალია, ანუ დეპუტატთა საერთო რაოდენობის 40%. აღნიშნული მაჩვენებლით აღმოსავლეთი ტიმორი მსოფლიოს მასშტაბით მეთხუთმეტე ადგილზეა ახალ ზელანდიასთან ერთად[4].

პარლამენტის თავმჯდომარე

რედაქტირება

ეროვნული პარლამენტის თავმჯდომარე იწვევს პარლამენტის რეგულარულ სხდომებს, შედის სახელმწიფო საბჭოს (პრეზიდენტის მრჩეველი ორგანო) შემადგენლობაში, წარმართავს პრეზიდენტის ინაუგურაციას. პარლამენტის თავმჯდომარეს არ შეუძლია ეკავოს სხვა რომელიმე თანამდებობა. პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის დროს მისი ფუნქციები კონსტიტუციის საფუძველზე გადადის ეროვნული პარლამენტის თავმჯდომარეზე, მაგრამ თუ ეს შეუძლებელია, ამ შემთხვევაში მის მოადგილზე, რის გამოც მისი საპარლამენტო მანდატი გრძელდება პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულების პერიოდამდე.

პრეზიდენტი

რედაქტირება

პრეზიდენტს ირჩევენ ცალკე არჩევნების შედეგად და იგი ასრულებს სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობას. პრეზიდენტს შეუძლია პარლამენტის მიერ მიღებული გარკვეული კანონების უარყოფა, მაგრამ მისი როლი შეზღუდულია კონსტიტუციის საფუძველზე. ამჟამინდელი პრეზიდენტი ფრანსიშკუ გუტერიში თანამდებობაზეა 2017 წლის 20 მაისიდან.

პრემიერ-მინისტრი

რედაქტირება

პრეზიდენტი ნიშნავს პრემიერ-მინისტრს იმ პარტიიდან ან კოალიციიდან, რომელმაც დაიკავა პირველი ადგილი საპარლამენტო არჩევნებში. თუკი რომელიმე პარტია ვერ შეძლებს უმრავლესობის ფორმირებას, ამ შემთხვევაში პარლამენტის მთლიანი შემადგენლობა თავად ირჩევს მთავრობის მეთაურს. პრემიერ-მინისტრი ასრულებს მთავრობის მეთაურის ფუნქციას. 2018 წლის 22 ივნისიდან პრემიერ-მინისტრია ტაურ მატან რუაკი.

არჩევნები

რედაქტირება

საპარლამენტო არჩევნები კონსტიტუციის საფუძველზე იმართება ყოველ ხუთ წელიწადში. ხმის მიცემა ნებაყოფლობითია 17 წელზე უფროსი ასაკის ყველა მოქალაქისათვის. აღმოსავლეთ ტიმორში დამოუკიდებლობის გამოცხადების მომენტიდან პარლამენტის ხუთი არჩევნები ჩატარდა: 2001, 2007, 2012, 2017 და 2018 წლებში.

2018 წელს არჩეულ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა ბლოკმა ალიანსი ცვლილებებისა და პროგრესისათვის, რომელიც წარმოდგენილია 34 დეპუტატით, მეორე ადგილზეა რევოლუციური ფრონტი აღმოსავლეთ ტიმორის დამოუკიდებლობისათვის, რომელიც პარლამენტში წარმოდგენილია 23 დეპუტატით. მესამე და მეოთხე პარტიები არიან აღმოსავლეთ ტიმორის დემოკრატიული პარტია და დემოკრატიული განვითარების ფორუმი, რომლებსაც პარლამენტში ჰყავთ შესაბამისად 5 და 3 დეპუტატი[5].

უფლებამოსილება

რედაქტირება

ეროვნული პარლამენტი დამოუკიდებელია და წარმოადგენს აღმოსავლეთ ტიმორის ყველა მოქალაქეს, რომლებსაც აქვთ საკანონმდებლო კონტროლისა და გადაწყვეტილების მიღების პოლიტიკური ძალა. უფლებამოსილია მიიღოს კანონები აღმოსავლეთ ტიმორის საგარეო და საშინაო პოლიტიკის შესახებ. ეროვნულ პარლამენტს, აქვს ექსკლუზიური უფლებამოსილება მიიღოს კანონები აღმოსავლეთ ტიმორის საზღვრებთან დაკავშირებით. ასევე თავისუფალ ეკონომიკურ ზონებზე, ეროვნულ სიმბოლოებზე, მოქალაქეობაზე, საარჩევნო უფლებებზე და რეფერენდუმის დანიშვნაზე, თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკაზე, საბიუჯეტო სისტემაზე და ა. შ[3].

აღმოსავლეთ ტიმორის ეროვნული პარლამენტი ამტკიცებს უზენაესი სასამართლოს პრეზიდენტს, განიხილავს მთავრობის ანგარიშს, აკონტროლებს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებას, აცხადებს ამნისტიას და ა. შ.[2][3]

კანონპროექტებს იღებენ ხმათა უბრალო უმრავლესობით. მინისტრთა საბჭო ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე[2].

ეროვნულ პარლამენტს შეუძლია მოხდინოს სისხლის სამართლის საქმის აღძვრა პრეზიდენტის მიმართ. ეს წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს პარლამენტის წევრთა მინიმუმ 1/5-ის მიერ და მხარს უნდა უჭერდეს დეპუტატთა 2/3, ამ პროცედურით შესაძლებელია პრეზიდენტის იმუნიტეტის მოხსნის საკითხი გადაწყდეს (კონსტიტუციის 79-ე მუხლი)[3].

ქვეყნის ტერიტორიის დატოვების წინ სახელმწიფოს მეთაურმა ეროვნული პარლამენტისაგან უნდა მიიღოს თანხმობა. პრეზიდენტის არაუმეტეს 15 დღიანი პირადი ვიზიტებისათვის პარლამენტის თანხმობა არ არის საჭირო, მაგრამ პარლამენტს მან წინასწარ უნდა აცნობოს აღნიშნული ვიზიტის შესახებ. პრეზიდენტმა გადადგომის შესახებ განცხადებით უნდა მიმართოს ეროვნულ პარლამენტს (კონსტიტუციის 81-ე მუხლი), ხოლო მისი გარდაცვალების ან შრომუსუნარიანობის დაკარგვის შემთხვევაში, მისი ფუნქციები დროებით გადაეცემა ეროვნული პარლამენტის თავმჯდომარეს[3].

პარლამენტის თავჯდომარეების სია

რედაქტირება
# ფოტო სახელი მმართველობის დასაწყისი მმართველობის დასასრული პარტია ბმული
1   ფრანსიშკუ გუტერიში 20 მაისი 2002 31 ივლისი 2007 რევოლუციური ფრონტი აღმოსავლეთ ტიმორის დამოუკიდებლობისათვის [6]
2   ფერნანდუ დი არაუჟო 8 აგვისტო 2007 30 ივლისი 2012 აღმოსავლეთ ტიმორის დემოკრატიული პარტია [7]
3   ვისენტე გუტერიში 30 ივლისი 2012 2016 ეროვნული კონგრესი ტიმორის რეკონსტრუქციისათვის [8]
4   ადერიტუ ჰუგო და კოშტა 2016 2017 ეროვნული კონგრესი ტიმორის რეკონსტრუქციისათვის [9]
5   ანისეტო გუტერიშ ლოპესი 5 სექტემბერი 2017 2018 რევოლუციური ფრონტი აღმოსავლეთ ტიმორის დამოუკიდებლობისათვის [10]
6   არაუ ნოე და კოშტა ამარალი 5 აპრილი 2018 დღემდე ეროვნული კონგრესი ტიმორის რეკონსტრუქციისათვის [11]
  1. Официальный сайт Национального парламента Восточного Тимора. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-29. ციტირების თარიღი: 2016-11-13.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Политические системы современных государств. Энциклопедический справочник в четырех томах. Т. 2: Азия / МГИМО (У) МИД России, ИНОП; гл. редактор А. В. Торкунов; науч. редактор А. Ю. Мельвиль; отв. редактор М. Г. Миронюк. — М. : Аспект Пресс, 2012. — С. 500—507. — ISBN 978–5–7567–0637–6.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Конституция Демократической Республики Восточный Тимор от 20.05.20902 г.. ციტირების თარიღი: 2016-11-09.
  4. Women in national parliaments
  5. IFES Election Guide | Elections: East Timor Parliament 2012.
  6. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-13. ციტირების თარიღი: 2019-11-01.
  7. https://www.parlamento.tl/node/281
  8. https://www.parlamento.tl/node/281
  9. https://www.parlamento.tl/node/281
  10. https://www.parlamento.tl/node/281
  11. https://www.parlamento.tl/node/285