აღმოსავლეთი კარპატები

(გადამისამართდა გვერდიდან აღმოსავლეთ კარპატები)

აღმოსავლეთი კარპატები (რუმ. Carpații Orientali; სლოვაკ. Východné Karpaty; პოლ. Karpaty Wschodnie; უკრ. Східні Карпати) — კარპატის მთათა სისტემის შუა მონაკვეთი ტილიჩის (ჩრდილოეთით) და პრედიალის (სამხრეთით) უღელტეხილებს შორის. განფენილია რუმინეთის, სლოვაკეთის, პოლონეთისა და უკრაინის ტერიტორიებზე. სიგრძე დაახლოებით 750 კილომეტრი, სიმაღლე 2305 მ (მთა პიეტროსი).

აღმოსავლეთი კარპატები
კოორდინატები: 47°36′ ჩ. გ. 24°38′ ა. გ. / 47.600° ჩ. გ. 24.633° ა. გ. / 47.600; 24.633
ქვეყანა რუმინეთის დროშა რუმინეთი
სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი
პოლონეთის დროშა პოლონეთი
უკრაინის დროშა უკრაინა
უმაღლესი წერტილი პიეტროსი
სიმაღლე 2305 
სიგრძე 750 კმ
აღმოსავლეთი კარპატები — რუმინეთი
აღმოსავლეთი კარპატები

აგებულია უმთავრესად ცარცული და პალეოგენ-ნეოგენური ასაკის თიხებითა და ქვიშაქვებით, თხემურ მასივზე ზოგან გაშიშვლებულია კამბრიულისწინა კრისტალური ფიქლები და კვარციტები. დასავლეთ ნაწილში აღმართულია კრისტალური (როდნის მასივი) და ვულკანური ნეოგენური ქანებით აგებული მასივები (ჰარგიტა, კელიმანი და სხვა). აღმოსავლეთი კარპატები ფართო და ღრმა მდინარეული ხეობებით დანაწევრებულია ცალკეულ ქედებად და მასივებად (მარამურეში, გორგანი, ჩორნოჰორა, ბეშჩადები, როდნა, კელიმანი, ვრანჩა, ტარკეუ და სხვა).

მოიპოვება მანგანუმის მადანი, სპილენძი, ნავთობი, აირი, ქვამარილი. ზღვის დონიდან 2000 მ-ზე მაღლა შემორჩენილია გამყინვარების კვალი. მთათა კალთებზე შერეული და წიწვიანი ტყეებია (წიფელი, ნაძვი, ფიჭვი, სოჭი). მთისწინეთში წიფლის ტყეებია, თხემურ ნაწილში — მთის მდელოები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება