აღმოსავლეთი საიანი
აღმოსავლეთი საიანი (რუს. Восточный Саян) — მთათა სისტემა სამხრეთ ციმბირში. იწყება მდინარე ენისეის მარცხენანაპირეთში, კრასნოიარსკის სამხრეთ-დასავლეთით. გადაჭიმულია 1000 კმ-ზე მეტ მანძილზე სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებით, თითქმის ბაიკალის ტბამდე. გეოლოგიურად აღმოსავლეთ საიანი ჩრდილოეთ-დასავლეთური მიმართულების ასიმეტრიული ნაოჭა სტრუქტურაა, რომელიც ციმბრიის ბაქნის სამხრეთ-დასავლეთ ნაპირს ეკვრის. დამახასიათებელია მეტად დანაწევრებული რელიეფი. დასავლეთ ნაწილში ჭარბობს ბრტყელთხემიანი ქედები, რომლებიც სამხრეთ-აღმოსავლეთით მაღლდებიან და ეგრეთ წოდებულ „ბელკებს“ ქმიან. მდინარეების კიზირისა და კაზირის სათავეებში აღმართულია აგულის ბელკები, რომლებიც კრიჟინისა და ერგაკ-ტარგაკ-ტაიგის ქედებთან ერთად ქმნიან აღმოსავლეთ საიანის ყველაზე მაღალ კვანძს (3000 მ-მდე).
აღმოსავლეთი საიანი | |
---|---|
მწვერვალი მუნკუ-სარდიკი | |
კოორდინატები: 51°43′ ჩ. გ. 100°36′ ა. გ. / 51.717° ჩ. გ. 100.600° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
უმაღლესი წერტილი | მუნკუ-სარდიკი |
სიმაღლე | 3491 მ |
სიგრძე | 1000 კმ |
უმაღლესი მწვერვალია მუნკუ-სარდიკი (3491 მ). აღმოსავლეთ საიანისთვის დამახასიათებელია ძველი მოსწორებული ლავური პლატოები და ახალგაზრდა ვულკანური წარმონაქმნები. აღსანიშნავია კროპოტკინისა და პერეტოლჩინის ვულკანები.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- აღმოსავლეთი საიანი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 53.
- Михайлов Н. И., Горы Южной Сибири, М., 1961;
- Средняя Сибирь, М., 1964;
- Геология СССР, Красноярский край, т. 15, М., 1961;
- Смирнов А. Д., Булдаков В. В., Интрузивные комплексы Восточного Саяна, М., 1962;
- Алтае-Саянская горная область, М., 1969.