მუნკუ-სარდიკი (რუს. Мунку-Сардык) — მთის მასივი აღმოსავლეთ საიანში, რუსეთისა და მონღოლეთის სახელმწიფო საზღვარზე. აქვს 6 მწვერვალი (უმაღლესია მუნკუ-სარდიკი, 3491 მ). აგებულია გრანიტებით. მდინარეთა ხეობებში ზღვის დონიდან 2000 მ-მდე შემოსილია ტყით, უფრო მაღლა — ფერდობებზე გვხვდება ალპური მდელოები, ტყის ტუნდრა და ქვიშრობები. მუნკუ-სარდიკზე არის რამდენიმე მყინვარი (გამყინვარების საერთო ფართობია 1,3 კმ²). განვითარებულია ტურიზმი და ალპინიზმი.

მუნკუ-სარდიკი
მუნკუ-სარდიკი
მუნკუ-სარდიკი
კოორდინატები: 51°43′07″ ჩ. გ. 100°36′52″ ა. გ. / 51.7188694° ჩ. გ. 100.6145889° ა. გ. / 51.7188694; 100.6145889
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მონღოლეთის დროშა მონღოლეთი
სიმაღლე 3491 
ქედი აღმოსავლეთი საიანი
მუნკუ-სარდიკი — რუსეთი
მუნკუ-სარდიკი
მუნკუ-სარდიკი — მონღოლეთი
მუნკუ-სარდიკი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება