აღმოსავლეთი მაშონალენდი
აღმოსავლეთი მაშონალენდი (ინგლ. Mashonaland East Province) — პროვინცია ზიმბაბვეში. პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი მარონდერა.
პროვინცია | |
---|---|
აღმოსავლეთი მაშონალენდი ინგლ. Mashonaland East Province | |
ქვეყანა | ზიმბაბვე |
ადმ. ცენტრი | Marondera |
კოორდინატები | 17°30′00″ ს. გ. 32°00′00″ ა. გ. / 17.50000° ს. გ. 32.00000° ა. გ. |
ფართობი | 32 230 კმ² |
მოსახლეობა | 1 344 955 კაცი (2012) |
სიმჭიდროვე | 41,73 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+2 |
გეოგრაფია
რედაქტირებააღმოსავლეთი მაშონალენდის პროვინცია მდებარეობს ზიმბაბვეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. მისი ფართობი შეადგენს 32 230 კმ²-ს. პროვინციის ტერიტორია თავის მხრივ გარს ერტყმის ჰარარეს პროვინციას, სადაც მდებარეობს ზიმბაბვეს დედაქალაქი — ჰარარე. აღმოსავლეთი მაშონალენდის ჩრდილო-აღმოსავლეთით გადის სახელმწიფო საზღვარი ზიმბაბვესა და მოზამბიკს შორის.
მოსახლეობა
რედაქტირება2012 წლის აღწერის მონაცემებით პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1 344 955 ადამიანს[1][2][3][4]. ისინი უმეტესად შონას ხალხს წარმოადგენენ.
პროვინციის მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა წლების მიხედვით:
1982 | 1992 | 2002 | 2012 |
---|---|---|---|
663 884 | 1 033 336 | 1 125 355 | 1 344 955 |
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაადმინისტრაციული თვალსაზრისით აღმოსავლეთი მაშონალენდის პროვინცია დაყოფილია 9 რაიონად:
- ჩიკომბა
- გორომონზა
- ჰრედზა
- მორონდერა
- მუდზი
- მურევა
- მუკოტო
- სეკე
- უზუმბა-მარამბა-პფუნგვე