ივანე აფხაზი

(გადამისამართდა გვერდიდან აფხაზი, ივანე)

ივანე ნიკოლოზის ძე აფხაზი (დ. 1785 ― გ. 1831) — თავადი, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1827).

ივანე აფხაზი
დაბადების თარიღი 1764
დაბადების ადგილი თბილისი
გარდაცვალების თარიღი 5 ოქტომბერი, 1831
გარდაცვალების ადგილი რუსეთის იმპერია
კუთვნილება {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
ჯარის სახეობა ქვეითი ჯარი
წოდება გენერალ-მაიორი
მეთაურობდა Q4031399?
ბრძოლები/ომები რუსეთ-ირანის 1826-1828 წლების ომი
რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 წლების ომი
ჯილდოები წმინდა გიორგის მე-4 ხარისხის ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მდივანბეგ ნიკოლოზ აფხაზის და მეფე გიორგი XII-ის ნათლულის სოფიო ნიკოლოზ ასულ გურამიშვილის შვილი. 1800 წელს ჩაირიცხა ეგერთა მე-17 პოლკში, იბრძოდა ომარ-ხანის წინააღმდეგ (ნიახურის ბრძოლა, 1800). მონაწილეობდა ყარაბაღის (1805), ყარაბაბის (1808), ასლანდუზისა (1812) და ლენქორანის (1813) ბრძოლებში. 1820 წლიდან იყო ეგერთა 44-ე პოლკის უფროსი, 1822 წლიდან - იმერეთის, 1827 წლიდან აზერბაიჯანის პროვინციების (ყარაბაღი, ნუხა, შირვანი) მმართველი. თავი გამოიჩინა, როგორც ნიჭიერმა ადმინისტრატორმა. რუსეთ-ირანის 1826-1828 წლებისა და რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 წლების ომების დროს ჩაშალა აგენტების ცდა რუსეთის წინააღმდეგ აეჯანყებინათ ამიერკავკასიის მაჰმადიანური პროვინციების მოსახლეობა. 1830 წელს დაინიშნა ჩრდილოეთ ოსეთის სამხედრო ექსპედიციის უფროსად და დიდი როლი შეასრულა ჩრდილოეთ ოსეთის რუსეთთან შეერთებაში. ერთხანს იყო ვლადიკავკაზის კომენდანტი, შემდეგ გაიწვიეს პოლონეთში (გარდაიცვალა გზაში).

ლიტერატურა

რედაქტირება