ნიკოლოზ აფხაზი (მდივანბეგი)

ნიკოლოზ ივანეს ძე აფხაზი (დ. 1749 — გ. 1806 წლის შემდეგ) — მდივანბეგი, მხატვარი.

მოხატა ანანურის ტაძარი, პლატონ იოსელიანის ცნობით, მრავალი წიგნი „შეამკო მხატვრობებითა მშვენივრად ნახატითა, ოქროსა და ვერცხლის ნახატითა“. აღიზარდა მესხიშვილებთან. იყო რუსეთში გიორგი XII-ის დესპანი, მისი კარის მხატვარი. ცოლად ჰყავდა სოფიო ნიკოლოზის ასული გურამიშვილი, გიორგი XII-ის ნათლული. ჰყავდა სამი ვაჟი:

  • ივანე აფხაზი (დ. 1785 ― გ. 1831) — გენერალ-მაიორი;
  • გიორგი (ეგორ, შანშე; დ. დაახლ. 1795 ― გ. 1826) — ქართველ გრენადერთა პოლკის შტაბსკაპიტანი, დაიღუპა ლეკებთან ბრძოლაში;
  • ანტონი (დ. 1805/1806 ― გ. 1837) — პოდპორუჩიკი, 1832 წლის შეთქმულების მონაწილე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .–თბ.,2018.–გვ.229;
  • Думин С. В., Чиковани Ю. К. Дворянские роды Российской империи. Том 4. Князья Царства Грузинского / Под ред. С. В. Думина. – М.: Линкоминвест, 1998. – გვ. 101.