აფსათი
აფსათი — ნადირთა და ფრინველთა ღვთაება სვანურ მითოლოგიაში. იგი მამრობითი სქესის ღვთაებაა, დალისაგან განსხვავებით. აფსათს ვხვდებით ოსურ მითოლოგიაშიც,[1] ღვთაებას იცნობენ კავკასიის ბალყარელები და ყარაჩაელებიც. სვანური მითის მიხედვით, მისი ნების გარეშე მონადირის ნასროლი ისარი თუ ტყვია მიზანში ვერ მოხვდება; იგი თავად შეარჩევს ნადირს, რომელიც მონადირემ უნდა მოკლას. ოსების წარმოდგენით კი, იგი არის ირმის ტყავით შემოსილი ღრმად მოხუცებული მამაკაცი გრძელი და თეთრი წვერებით; ზის მთის მწვერვალზე და იქიდან დაჰყურებს უთვალავ ნადირს, როლებსაც ოსი მონადირეები „აფსათის ჯოგს“ უწოდებენ; ჰყავს ვაჟი – ჟუჟუმარგი, მას მამის ბრძანებით მონადირეებისთვის ნადირი გამოჰყავს; აფსათი (ოს. Æфсати) მფარველობს გარეული ცხოველებსა (ირმებს, ჯიხვებს, ტახებს და სხვ.) და მონადირეებს (განსაკუთრებით ღარიბ მონადირეებს).[2]
ლიტერატურა
რედაქტირება- კიკნაძე ზ., ქართული მითოლოგია, თბილისი: ბაკმი, 2007. — გვ. 29, ISBN 978-99940-27-10-1.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ჩიქოვანი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 28.
- ↑ ანთელავა ნ., კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები, — თბ.: „უნივერსალი“, 2017.