შავკანიანი აფხაზები

(გადამისამართდა გვერდიდან აფრო-აფხაზები)

აფრო-აფხაზები, შავკანიანი აფხაზები ან შავკანიანი კავკასიელები, ასევე ხალხში მიღებულია შავი კაციაფხაზების პატარა ეთნო-რასული ნეგროიდული ჯგუფი, რომელიც ძირითადად სოფელ აძუბჟაში[1] და მდინარე კოდორის მიმდებარე სოფლებში ცხოვრობს (ჭლოუ, ფოქვეში, აგდარა, მერკულა და სხვა).

შავკანიანი აფხაზების ოჯახი აძიუბჟიდან. კოვალევსკი «კავკასიის ხალხები», 1914
აფრო-აფხაზი, 1870-იანი წლები

წარმომავლობა

რედაქტირება

რამდენიმე ჰიპოთეზა არსებობს, თუ როგორ მოხვდნენ აფრიკელები აფხაზეთში. ისტორიკოსთა ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ ისინი XVII საუკუნეში მთავარმა შერვაშიძემ იყიდა სტამბოლის მონათა ბაზარზე[2] ციტრუსების პლანტაციებში სამუშაოდ. სავარაუდოდ, ეს იყო შავკანიანი მონების კავკასიაში ჩამოყვანის ერთადერთი და საკმაოდ უიღბლო ცდა.


1927 წელს პრობლემით დაინტერესებულმა მაქსიმ გორკიმ აფხაზ მწერალთან, სამსონ ჩანბასთან ერთად მოინახულა სოფელი აძიუბჟა, სადაც შეხვდა შავკანიანებს. თავისი მოგზაურობისა და არსებული ლიტერატურის მიხედვით, ავტორმა წარმოშობის ეთიოპური ვერსია ყველაზე სწორი მიაჩნია[3].

ლეგენდები

რედაქტირება

არსებობს რამდენიმე „ხალხური“ ლეგენდა, რომელთაც შესაძლოა აქვთ რეალური ფესვები. ივანე ისაკოვის წერილში ნიკიტა ხრუშჩოვისადმი[2] აღნიშნულია, რომ აფხაზეთის საზღვაო წყლებში ჩაიძირა ოსმალური[4] გემი, რომელზეც მონები მიჰყავდათ გასაყიდად. და დღევანდელი შავკანიანი აფხაზები ჩაძირვისას გადარჩენილი აფრიკელების შთამომავლები არიან. მართალი ეს ლეგენდა ვერ ხსნის, თუ როგორ მოხდა მონებით დატვირთული გემი შავ ზღვაში, ასე შორს მონათვაჭრობის ძირითადი გზებიდან.

დღეს აფრო-აფხაზები ცხოვრობენ, როგორც აფხაზეთში, ასევე რუსეთში და ევროპაში. ისინი ლაპარაკობენ ძირითადად რუსულ ენაზე. არიან ქრისტიანები, მაჰმადიანები და იუდეველები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. ზინაიდა რიხტერის (1930) მიხედვის სახელწოდება იკითხება, როგორც აძიუბისა
  2. 2.0 2.1 Негры в Кодорском ущелье ჟურნალი "როდინა" (რუსული)
  3. Кторова, А. Загадка национальных корней Пушкина დაარქივებული 2011-05-24 საიტზე Wayback Machine.  — «რუსკი ჟურნალი», 15 სექტემბერი, 2002.
  4. Анненков, В. Сны об Апсны. Абхазия в снах и фотографиях დაარქივებული 2011-03-26 საიტზე Wayback Machine.  — «Известия науки», 25 июля 2003 года.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება