აფიანჩა-ჩიჟოუშის ქედი
აფიანჩა-ჩიჟოუშის ქედი (სერი), განედური, ანტიკლინური, დაბალი ქედი მდინარეებს კელასურსა და კოდორს შორის, წებელდის ტაფობს ესაზღვრება სამხრეთიდან. აგებულია ნეოგენური ქვიშაქვების, თიხებისა და კირქვებისაგან. ქედის აბსოლუტური სიმაღლეები მერყეობს 650-1036 მ შორის. თხემი მოკავებულია, ჩრდილოეთი კალთა - დამრეცი, სამხრეთი - შედარებით ციცაბო. კალთები ტყითაა შემოსილი, ქედის შუა ნაწილი უტყეოა და ათვისებულია სამეურნეოდ.
ლიტერატურა რედაქტირება
- უკლება დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 247, თბ., 1997