აფგედამდე-მაასი
აფგედამდე-მაასი (ნიდერლ. Afgedamde Maas) — მდინარე მაასის ყოფილი ტოტი, ნიდერლანდების ჩრდილოეთი ბრაბანტის პროვინციაში. სიგრძე 19 კმ. ისტორიულად მაასის ძირითადი კალაპოტი მიემართებოდა ჰეისდენიდან მდინარე ამერის მიმართულებით და იქიდან ჰოლანდს-დიპის ესტუარში. მოგვიანებით მდინარე დაიტბორა და 1904 წლისათვის მის პარალელურად აშენდა ბერგსე-მაასის არხი. იმავე დროს მაასის მეორე ძირითადი კალაპოტი გამოყოფილი იქნა კაშხლით. თუმცა არხის მეშვეობით მაასსა და აფგედამდე-მაასს შორის კავშირი მაინც არსებობს. ქალაქ ჰეისდენიდან მიედინება ჩრდილოეთური მიმართულებით და უერთდება მდინარე ვაალს, რის შედეგადაც წარმოიქმნება მდინარე ბოვენ-მერვედე.
აფგედამდე-მაასი | |
---|---|
ქვეყანა | ნიდერლანდები |
სიგრძე | 19 კმ |
აფგედამდე-მაასი ვიკისაწყობში |