ამერი (მდინარე)
ამერი (ნიდერლ. Amer) — მდინარე ნიდერლანდებში, ჩრდილოეთი ბრაბანტის პროვინციაში. სიგრძე 12 კმ. წარმოადგენს მდინარე ბერგსე-მაასის გაგრძელებას. მნიშვნელოვანი სატრანსპორტო არტერიაა. სამხრეთ საზღვართან ქმნის ბისბოსხის ეროვნულ პარკს.
ამერი | |
---|---|
ქვეყანა | ნიდერლანდები |
სიგრძე | 12 კმ |
ამერი ვიკისაწყობში |