აფგან გარახან ოღლი ჰუსეინოვი
აფგან გარახან ოღლი ჰუსეინოვი ( აზერ. Əfqan Qaraxan oğlu Hüseynov ; დ. 24 თებერვალი, 1963, ბაქო, სსრკ — გ. 1 ნოემბერი, 1992, კუბატლის რაიონი, აზერბაიჯანი ) — საბჭოთა და აზერბაიჯანელი სამხედრო ლიდერი, მაიორი, ავღანეთისა და ყარაბაღის ომების მონაწილე, აზერბაიჯანის ეროვნული გმირი.[1]
აფგან გარახან ოღლი ჰუსეინოვი | |
---|---|
აზერ. Əfqan Qaraxan oğlu Hüseynov | |
დაბადების თარიღი | 24 თებერვალი, 1963 |
დაბადების ადგილი | ბაქო |
გარდაცვალების თარიღი | 1 ნოემბერი, 1992 (29 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | გუბადლის რაიონი |
წოდება | მაიორი |
ბრძოლები/ომები |
ავღანეთის ომი (1979—1989) ყარაბახის ომი |
ჯილდოები | ოქროს ვარსკვლავი (აზერბაიჯანი) |
ბიოგრაფია
რედაქტირებასსრკ-ში
რედაქტირებააფგან ჰუსეინოვი დაიბადა 1963 წლის 24 თებერვალს ბაქოში მუშათა კლასის ოჯახში. დაამთავრა ჯემშიდ ნახიჩევანის სახელობის რესპუბლიკური სპეციალური სკოლა 1980 წელს და იმავე წელს შევიდა აზერბაიჯანის სსრ უმაღლესი საბჭოს სახელობის ბაქოს უმაღლესი კომბინირებული შეიარაღების სამეთაურო სკოლაში, სადაც მსახურობდა კადეტთა ოცეულის მეთაურის მოადგილედ. 1984 წელს, კოლეჯის დამთავრების შემდეგ, საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრის ბრძანებით მიიღო ლეიტენანტის სამხედრო წოდება.
1985 წელს ჰუსეინოვი სამხედრო სამსახურში გაგზავნეს საბჭოთა ჯარების შეზღუდულ კონტინგენტში. საომარ მოქმედებებში მონაწილეობისას მძიმედ დაიჭრა, 1986 წელს მიენიჭა უფროსი ლეიტენანტის წოდება. 1987 წელს ავღანეთში სამსახურის დასრულების შემდეგ აფგან ჰუსეინოვი დაჯილდოვდა წითელი ვარსკვლავის ორდენით.
1988 წელს ჰუსეინოვს მიენიჭა კაპიტნის წოდება და გახდა ჯ. ნახიჩევანის სახელობის რესპუბლიკური სპეცსკოლის კადეტთა ასეულის მეთაური. [2]
დამოუკიდებელ აზერბაიჯანში
რედაქტირება1991 წელს, აზერბაიჯანის ეროვნული უშიშროების სამინისტროს ჩამოყალიბებისთანავეაფგან ჰუსეინოვმა, როგორც გამოცდილმა ოფიცერმა და მასწავლებელმა, იქ საბრძოლო მომზადების უფროსის თანამდებობა დაიკავა. 1992 წლის დასაწყისში იგი შეუერთდა აზერბაიჯანის ეროვნულ გვარდიას, რომლის ფარგლებშიც მონაწილეობდა ყარაბაღის ომში.
1992 წლის ივნისში, ფიზულის რაიონში შექმნილი მძიმე ვითარების დროს, ეროვნული გვარდიის პერსონალმა განსაკუთრებული აქტიურობა გამოიჩინა. ეროვნული არმიის ხელმძღვანელობის მიერ ჩატარდა ცუდად დაგეგმილი შეტევითი ოპერაცია, რის შედეგადაც ჯარის ზოგიერთმა ქვედანაყოფმა მიატოვა საბრძოლო პოზიციები. ამის გამო მოსახლეობაში შიშის გრძნობა გავრცელდა. ეროვნული გვარდიის გამოცდილი ოფიცრები და პერსონალი, მათ შორის, აფგან გარახან ოღლუ ჰუსეინოვი ჩაებნენ ბრძოლაში და დარტყმა მიაყენეს სომხურ ფორმირებებს, აღკვეთეს მტრის შეტევა და უკან დახევა აიძულეს. ამ ბრძოლების შემდეგ კაპიტან ჰუსეინოვ აფგან გარახან ოღლუს მიენიჭა მაიორის სამხედრო წოდება.
მისი რჩევით შეიქმნა ეროვნული გვარდიის პოლკი, რომელიც ბრძოლისთვის მუდამ მზად უნდა ყოფილიყო. ამ პოლკის პირველი მეთაური იყო მაიორი ჰუსეინოვი, რომელსაც ჰქონდა დიდი საბრძოლო გამოცდილება ავღანეთის ომში. ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობითა და ორგანიზაციული უნარებით ახალდანიშნულმა გამოცდილმა მეთაურმა პოლკის პერსონალის საბრძოლო მომზადების დონე სწრაფად აამაღლა.[2] მისი მეთაურობით პოლკი გადიოდა წვრთნას 26 ოქტომბრამდე. ამის შემდეგ იგი გაგზავნეს კუბატლიში, სადაც ევალებოდა ხსენებულ მონაკვეთზე თავდაცვის გაძლიერება. აფგან ჰუსეინოვი დაიღუპა იქვე1992 წლის 1 ნოემბერს, ერთ-ერთი ბრძოლის დროს. [2][3]
დაკრძალულია ბაქოში შაჰიდების ხეივანში. [2]
აზერბაიჯანის პრეზიდენტის 1995 წლის 15 იანვრის ბრძანებულებით აფგან ჰუსეინოვს მიენიჭა აზერბაიჯანის ეროვნული გმირის წოდება (გარდაცვალების შემდგომ).
ოჯახი
რედაქტირებააფგან ჰუსეინოვი დაოჯახებული იყო. ჰყავდა მეუღლე ლეილა და ქალიშვილი. [2]
Ჯილდოები
რედაქტირება- წითელი ვარსკვლავის ორდენი (1987)
- აზერბაიჯანის ეროვნული გმირის მედალი "ოქროს ვარსკვლავი" (1995). [2]
ხსოვნა
რედაქტირებააზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სპეციალური სამსახურის უფროსის 1995 წლის 9 მარტის No63 ბრძანებით აფგან ჰუსეინოვი სამუდამოდ შეიყვანეს ეროვნული გვარდიის თანამშრომელთა სიაში. მისი ბიუსტები დამონტაჟებულია სამხედრო სასწავლებელში და აზერბაიჯანის ეროვნული გვარდიის შტაბ-ბინაში. [2]
ლიტერატურა
რედაქტირება- Vüqar Əsgərov. "Azərbaycanın Milli Qəhrəmanları" (Yenidən işlənmiş II nəşr). Bakı: "Dərələyəz-M", 2010, səh. 123. აზერ.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "Hərbi Liseydə Milli Qəhrəmanın xatirəsinə futbol turniri keçirilib. 3 noyabr 2015 il". 2016-08-05 tarixində orijinalından arxivləşdirilib. İstifadə tarixi: 2021-01-16.აზერ.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 Nəzərli A.. (2019-11-01) Milli Qvardiyanın əbədi şəxsi heyətinə salınan şəhid mayor Əfqan Hüseynov. Femida.az. ციტირების თარიღი: 2020-06-06.
- ↑ Hüseynov Əfqan დაარქივებულია 2014-10-22 at the Wayback Machine აზერ.